წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ნატურალური ნიღბები სახლის პირობებში

ბლოგი:
აგვისტო 28, 2014
ავტორი Anika
ქალების ყოველდღიურობაში თავისი ადგილი უჭირავს საკუთარ სილამაზეზე ზრუნვას. ზოგის დღიურ განრიგში ეს კომპონენტი დიდ ნაწილს იკავებს, ზოგისაშიც შედარებით ნაკლებს. მაგრამ ასეა თუ ისე, მიზანი - ლამაზად  და ახალგაზრდულად გამოვიყურებოდე - ალბათ, ყოველი ჩვენგანის ცნობიერში არის ჩაბეჭდილი.

სილამაზეზე ზრუნვის რუტინა ყველას ინდივიდუალური აქვს: ზოგი მომეტებული სერიოზულობით უდგება ამ საკითხს და საამისოდ მკაცრად გაწერილი გრაფიკი აქვს, ზოგიც თავისუფალი დროს მცირე მონაკვეთში ცდილობს ხოლმე ამ ყველაფრის ჩატევას. იდეალურ შემთხვევაში, ქალების გარკვეული ნაწილი სალონის პირობებშიც უვლის თავს კომეტოლოგთან პერიოდული ვიზიტებით და სახლის პირობებშიც ახერხებს დამატებით გარკვეული პროცედურების ჩატარებას. „პროცედურები“ ალბათ, ხმამაღალი ნათქვამია სახელდახელოდ რამდენიმე წუთში მომზადებული სახის ნიღბისთვის, მაგრამ ასეთ ბუნებრივ, ზედმეტი ქიმიური დანამატებისგან თავისუფალ ნიღბებს ნადმვილად შეუძლიათ დიდი ეფექტის მოცემა. დღეს რამდენიმე უმარტივეს და ძალიან სასარგებლო და ეფექტური სახის ნიღბის რეცეპტს გაგიზიარებთ.

მარტივზე მარტივი და საოცრად მარგებელი ნატურალური თაფლის ნიღაბი, რომელში შემავალი ენზიმები კანის მკვდარ უჯრედებს იწოვენ და კანს ხავერდოვანს და სრიალას ხდიან. ეს ნიღაბი იდეალურია მგრძნობიარე, ნორმალური და კომბინირებული კანისთვის. მომზადების წესი ფაქტიურად არც გააჩნია: უბრალოდ ვიღებთ ნატურალურ თაფლს, ვისვამთ სახეზე და ვიტოვებთ 15 წუთით. შემდეგ თბილი წყლით ჩამოვიბანთ.

ავოკადოს სასარგებლო თვისებებზე უკვე ბევრი რამ გვსმენია და ჩვენს შორის ყველაზე თავგამოდებულმა ჯანსაღი ცხოვრების მიმდევრებმა მისი ყოველდღიურ საკვებ რაციონში ჩართვაც მოახერხეს. თუმცა, საკვების გარდა, ავოკადოს გამოყენება კოსმეტიკური მიმართლებითაც არაჩვეულებრივ შედეგებს იძლევა. კოსმეტოლოგების თქმით, ავოკადოში შემავალი ზეთები ძალიან უხდება მგრძნობიარე და მშრალ კანს. როგორ ვამზადებთ ნიღაბს: ვიღებთ ნახევარ ავოკადოს, კარგად მოვზელთ პატარა ჯამში. თუ კომბინირებული კანი გაქვთ, ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ 1 ჩაის კოვზი ლიმნის ან ლაიმის წვენი დაუმატოთ და კარგად აურიოთ. დაიდეთ სახეზე და დაახლოებით 10 წუთით გაიჩერეთ, რომ კანმა კარგად მოახერხოს სასარგებლო ნივთიერებების შეწოვა. ბოლოს, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ის ენზიმები, რომლებიც ანანასის შემადგენლობაში შედიან, იდეალურია ექსფოლიატორის ფუნქციისთვის - ისინი იდეალურად ათავისუფლებენ კანს მკვდარი უჯრედებისგან. ანანასში შემავალი ბრომელანს კი ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია. როგორ ვამზადებთ ნიღაბს: ვიღებთ ანანასის მოჭრილი კანის შიდა ნაწილს ან ანანასის ხილის პატარა ნაჭერს და გასუფთავებულ, მშრალ კანზე გადავისვამთ ისე, რომ თვალის ირგვლივ ზონას ავარიდოთ. დავიტოვებთ 5-7 წუთით და შემდეგ თბილი წყლით ჩამოვიბანთ.

თუ თქვენ აკნესადმი მიდრეკილი კანი გაქვთ, მაშინ კვერცის გულის ნიღაბი თქვენთვის არის ზედგამოჭრილი: კვერცხის გულში შემავალი სულფური სწორედ რომ აკნეს ებრძვის თურმე ძალიან ეფექტურად. როგორ მოვამზადოთ ეს ნიღაბი: პატარა ჯამში გავთქვიფოთ გული და გადავისვათ სუფთა კანზე ისე, რომ თვალის ზონას მოვარიდოთ. დავაცადოთ სანამ კარგად გაშრება და შემდეგ ჩამოვიბანთ თბილი წყლით.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები