We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

ნახშირწყლები წონაში კლებისთვის

_from blog_:
_April_ 27, 2017
_by_ Anika
არ მოგესმათ - დღევანდელ ბლოგ-პოსტში იმ ნახშირწყლებზე ვისაუბრებთ, რომლებიც უშიშრად შეგვიძლია მივირთვათ დიეტური კვების დროსაც და რომლებიც საფრთხეს არ შეუქმნიან წონაში კლების პროცესს, თუ, რასაკვირველია, მათ ზომიერად მივიღებთ. მართალია, ნახშირწყლები არაერთი დიეტის "შავი სიის" ნაწილია - ბევრისთვის საყვარელი დიეტოლოგის დუკანის დიეტა მაქსიმალურად გამორიცხავს ნახშირწყლების მიღებას - მაგრამ თუ ნახშირწყლებს სწორად შევარჩევთ და ზომიერი ოდენობით მივირთმევთ, ასეთ შემთხვევაში ისინი არამხოლოდ უსაფრთხო, არამედ სასარგებლოც კია ჩვენი ორგანიზმისთვის.

ქერი - ნახევარი ჭიქა მოხარშული ქერი 97 კკალ-ს შეიცავს, საიდანაც 22 გრამის ნახშირწყლებზე, ხოლოდ 3 გრამი უჯრედისზე მოდის. შვედების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ქერი დიდი ხნით გვანაყრებს და არ იწვევს სისხლში შაქრის დონის სწრაფ აწევას.

green-peas-700

მწვანე ბარდა - ნახევარი ჭიქა მოხარშული ბარდა 67 კკალ-ს, 12.5 გრამს ნახშირწყლებს და 4.5 გრამ უჯრედისს შეიცავს. მწვანე ბარდის ნახევარი ჭიქა თუთიის ყოველდღიური ნორმის 12%-ით ამარაგებს ორგანიზმს, თუთია კი ორგანიზში ლეპტინის დონეს ამაღლებს და ამიტომაც ეფექტიანია შიმშილის გრძნობის დასათრგუნად.

ცეხვილი მარცვლის მაკარონის ნაწარმი - 60 გრამი ნედლი პროდუქტი საშუალოდ 198 კკალ-ს, 43 გრამ ნახშირწყლებს, 5 გრამ უჯრედისს შეიცავს. როგორც ბრიტანეთში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, სისტემატურად ცეხვილი მარცვლის პროდუქტების მირთმევა დადებითად აისახება სხეულის მასის ინდექსზე და წელის არეში ცხიმების დაგროვების კარგი პრევენციაა.

ლობიოს მარცვლები - ისევე როგორც ცეხვილი მარცვლის მაკარონის შემთხვევაში, ლობიოს მარცვლებისგან დამზადებული საკვების სისტემატური მირთმევა სასიამოვნო ეფექტს ახდენს ხელის გარშემოწერილობაზე და ზოგადად, ჭარბ წონაზე. არ დაგავიწყდეთ, რომ ლობიოს მარცვლები მდიდარია ცილებით და რკინით.

შვრია - როგორც ვიცით, შვრია მდიდარია უჯრედისით, ამ უჯრედისის ნახევარი კი კი ხსნადი უჯრედისია, რომელიც ორგანიზმში ჟელესმაგვარ სითხედ იქცევა, რაც თავის მხრივ ჩვენს დიდი ხნით დანაწყებას უწყობს ხელს.

ქინოა - მცენარეული ცილების საუკეთესო წყარო, ქინოა სუპერპროდუქტად არის მიჩნეული სწორედ იმის გამო, რომ 9 არსებით ამინო-მჟავას შეიცავს - ეს ამინო-მჟავების ჩვენს ორგანიზმს ლამაზი, კუნთოვანი მასის მისაღებად ესაჭიროება, რომელიც თავის მხრივ ცხიმების წვას უწყობს ხელს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_