წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ნესვის სასარგებლო თვისებების შესახებ

ბლოგი:
ივნისი 30, 2017
ავტორი Anika
ტკბილი, საოცრად გემრიელი და არომატული ნესვი უმეტეს ჩვენგანს უყვარს, თუმცა თავისი საკმაოდ კომპლექსური შემადგენლობის გამო, ცოტა ჩვენგანის ორგანიზმი თუ ახერხებს ამ ხილის გადამუშავებას და სათანადოდ ათვისებას. სასარგებლო თვისებები კი ნესვს საკმარისზე მეტი აქვს საიმისოდ, რომ ზაფხულის სეზონმა მის გარეშე არ ჩაიაროს და მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ მისგან.

1. ნესვში შემავალი კარტენოიდების მაღალი მაჩვენებლის წყალობით, ის ანტი-კანცეროგენული თვისებებით გამოირჩევა და კვლევების მიხედვით, კონკრეტულად ფილტვის სიმსივნის განვითარების რისკის შემცირება შეუძლია.

2. ნესვი შეიცავს ანტიკოაგულანტ ადენოსინს, რომელიც სისხლის უჯრედების  შედედების და შესაბამისად, გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების განვითარების პრევენციას ახდენს.

3. მისთვის დამახასიათებელი შარდმდენი თვისებების წყალობით, ნესვი იდეალური ხილია თირკმლის დაავადებების საპრევენციოდ: სისტემატურად, ყოველ დილით მცირე ულუფა ნესვის მირთმევით თირკმლების ჯანსაღ მდგომარეობას შევუწყობთ ხელს.

4. ნესვი დიდი ოდენობით შეიცავს წყალს, შესაბამისად მისი მოხმარება დადებითად აისახება, სხვა დანარჩენთან ერთად, კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებაზეც. ამასთან, ნესვში არსებული მინერალები მჟავიანობის დარეგულირებას უწყობენ ხელს, რაც ხშირად ხდება ხოლმე მუცლის არეში დისკომფორტის მიზეზი.

5. ნესვი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, რომლებიც ჩვენი ორგანიზმის ენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილის გამომუშავებაზეა პასუხისმგებელი. ამ ჯგუფის ვიტამინები გვესაჭიროება შაქრის და ნახშირწყლების გადასამუშავებლად. ამდენად, ნესვის მიღებით ენერგიის სერიოზულ ნაკადსაც ვიღებთ.

6. კოლაგენის შემცვლებით წყალობით, ნესვი იდეალურია ჯანსაღი კანისთვის, ვინაიდან უჯრედების მთლიანობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ამას გარდა, A, C და B ვიტამინების დახმარებით, ნესვს კანის დაბერების პრევენციაშიც მნიშვნელოვნად შეუძლია დახმარება.

7. კანთან ერთად, A ვიტამინის შემცველობა დადებითად მოქმედებს ჩვენი თმის სიჯანსაღეზეც: სტიმულირებს უკეთებს თმის ზრდას, B  ჯგუფის ვიტამინები კი თმის ცვენის თავიდან აცილებაში გვეხმარებიან.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები