We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

ნოემბრის საუკეთესო სეზონური პროდუქტები

_from blog_:
_October_ 10, 2018
_by_ Anika
ზოგადად, ზაფხული იდეალური პერიოდია საიმისოდ, რომ ორგანიზმი მაქსიმალურად მოვამარაგოთ ვიტამინებით და ცივ სეზონს მომზადებული შევხვდეთ. შემოდგომა, ზაფხულის მსგავსად ხილის ნაირფეროვნებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, მაგრამ სამაგიეროდ, ამ პერიოდში სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარი არაერთი სეზონური ბოსტნეული და ხილია, რომელიც სწორედ რომ სეზონურობის გამო იდეალურია ორგანიზმის მოსაძლიერებლად. დღევანდელ პოსტში, მოდით, სეზონის საუკეთესო ხილი და ბოსტნეული შევარჩიოთ.

1. ბანანი - ტროპიკული ხილი, რომლის სახელწოდებაც არაბულიდან მომდინარეობს (ბანან) და თითს ნიშნავს, მდიდარია კალიუმით, B ჯგუფის ვიტამინებით, უჯრედისით და იდეალურია უცებ წასახემსებლად. ბანანის შენახვა ოთახის ტემპერატურაზეა რეკომენდებული - ნუ მოათავსებთ მას მაცივარში, ეს ბანანის კანის გაშავებას გამოწვევს და მაცივარში დანარჩენ პროდუქტებს ბანანის სურნელი ექნებათ.

2. ჭარხალი - ისტორიულად რომაელების მიერ კულტივირებულ ჭარხალს პოპულარობა დღემდე არ დაუკარგავს და თავისი უნიკალური თვისებებით, ცივი სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია. ისპანახის ოჯახის წევრი ჭარხალი მდიდარია კალციუმით, რკინით, A და C ვიტამინებით, კალიუმის და უჯრედისის ფანტასტიური წყაროა და იდეალურია ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის. ამ ყველაფერთან ერთად, ჭარხალი საკმაოდ დაბალკალორიული პროდუქტიცაა: 100 გრამზე მხოლოდ 36 კკალ მოდის. ბანანის მსგავსად, მისი შენახვაც ოთახის ტემპერატურაზეა რეკომენდებული, მშრალ და ბნელ ადგილას ის რამდენიმე კვირაც კარგად გაძლებს.

beetroot

3. კომბოსტო - კომბოსტოს მიღება მრავალი სახით შეგვიძლია, იქნება ეს ჩვენთან პოპულარული და სტანდარტული თეთრი თუ იისფერი შეფერილობის კომბოსტო, პატარ-პატარა ბურთულების მსგავსი ბრიუსელის კომბოსტო თუ ლამაზი ხვეულებით მორთული ყვავილოვანი და ზღვის კომბოსტო. კალციუმით, რკინით, B6, K და C  ვიტამინებით, მაგნეზიუმით, ფოსფორით, ფოლიუმის მჟავით მდიდარი კომბოსტო ჭარხლის მსგავსად დაბალკალორიული პროდუქტი - 25 კკალ 100 გრამზე - მარტივი მოსამზადებელია: მისი მოხარშვის დრო 4-6 წუთია, ორთქლით მომზადების შემთხვევაში - 4-8 წუთი.

4. წაბლი - მიუხედავად იმისა, რომ წაბლის დიდად მოყვარული არ ვარ, თამამად შემიძლია რეკომენდაცია გავუწიო ანიკას ბლოგის მკითხველებთან, მისი სასარგებლო თვისებების გათვალისწინებით. წაბლი უჯრედისის, C ვიტამინის და ფოლიუმის მჟავის არაჩვეულებრივი წყაროა, ასევე მდიდარია რკინით, კალიუმით, მაგნიუმით, ფოსფორით და თუთიით, შეიცავს B ჯგუფის არაერთ ვიტამინს.

წარმატებები!

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_