წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ნოემბრის თვის სიახლეები

ბლოგი:
ნოემბერი 05, 2012
ავტორი Anika
დღევანდელ პოსტში ამ თვის ორ სასიამოვნო სიახლეზე მინდა მოგიყვეთ. ორივე მათგანი ჩემთვის საყვარელ ბრენდებს უკავშირდება და ვფიქრობ, ბევრი თქვენგანისთვის სასიხარულო სიურპრიზი იქნება.



მათ, ვისაც ასტროლოგია აინტერესებს და არც Estee Lauder-ის კოსმეტიკის მიმართ არის გულგრილი, ალბათ, გაეხარდებათ იმის გაგება, რომ ამ ამერიკულმა პარფიუმერულმა გიგანტმა საგანგებოდ საახალწლოდ საპუდრეების და მშრალი სუნამოების ლიმიტირებული კოლექცია გამოუშვა. ეს კოლექცია, რომელიც ვარსკვლავებიანი ცით ყოფილა ინსპირირებული, ზოდიაქოს თორმეტ ნიშანს მიეძღვნა: ოქროსფერი საპუდრეების ზედაპირი ერთი კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის ბარელიეფით არის დაფარული, საპუდრის საკეტს კი Swarkovski-ს კრისტალი ამშვენებს. დამეთანხმეთ, რომ ზემოთაღწერილი არც თუ ისე მოკრძალებული საახალწლო საჩუქარი უნდა იყოს თქვენთვის საყვარელი ადამიანისთვის.



Marni-ს იტალიური მოდის სახლის მოყვარულებს კი ყველაზე “არომატული” სიურპრიზი ელით: სულ მალე ამ ბრენდის არსებობის ისტორიაში პირველი სუნამოს შეძენა იქნება შესაძლებელი. სუნამო, რომელიც გაყიდვაში 2013 წლის თებერვლის თვიდან ჩაეშვება, Marni-ს სახლის ფილოსოფიის ერთგვარი “სურნელოვანი” გაგრძელებაა. როგორც თავად სახლის დამფუძნებელი კონსუელო კასტილიონე ამბობს “ეს სუნამო ისეთი ქალისთვისაა, რომელიც საკუთარი თავისთვის იმოსება და ბრმად არ მისდევს მოდის ტენდენციებს. ასეთი ქალის სტილი დახვეწილი და ხანდახან ექსცენტრულიცაა.”



სუნამოს ფლაკონს რაც შეეხება, მის შესაქმნელად კასტილიონეს მიერ ძველმანების ერთ-ერთ ბაზრობაზე 20 წლის წინ ნაყიდი ძველი ბოთლის ფორმა იქნა გამოყენებული და ის ნამდვილად გამოირჩევა ორიგინალურობით ბაზარზე არსებული მისი კონკურენტებისგან. დიზაინერის გათვლა არც უნდა იყოს გასაკვირი: ამ ფლაკონმაც ხომ, Marni-ს სამოსის მსგავსად, დროის და მოდის ტენდენციების ცვალებადობას უნდა გაუძლოდ და არ დაკარგოს აქტუალურობა.

ორიგინალური მიდგომა ფლაკონის გარდა, სუნამოზე მუშაობის პროცესზეც აისახა. სურნელის შემქმნელებმა ყვავილოვანი და ხილის არომატების გაერთიანების ნაცვლად, სუნელების და ხის ნოტების მიქსი გააკეთეს და მას ვარდის ზეთის მძიმე არომატი დაუმატეს.

ამ სურნელოვან ნოტებზე გემშვიდობებით,

მომდევნო პოსტამდე,

მსგავსი ბლოგები