ბლოგი:
თებერვალი 14, 2017
ავტორი Anika
ნუში რომ სასარგებლოა დიდებისთვისაც და პატარებისთვისაც, ეს ყველამ ვიცით და შეძლებისდაგვარად მოვიხმართ მას, მაგრამ რამდენი თქვენგანი მიირთმევს ნუშის რძეს? ან თუ დაგილევიათ ოდესმე? ჩიტის რძის ჯანრიდან არ გეგონოთ, ნუშის რძე აბსოლუტურად რეალური რამაა და ის მარტივად, სახლის პირობებში შეგიძლიათ მოამზადოთ. რატომ და რისთვის? ეს რძე ცხოველური რძის ჯანსაღი ალტერნატივაა და კარგი არჩევანია მათთვის, ვინც რძის პროდუქტებს ვერ მიირთმევს ლაქტოზის აუტანლობის გამო. ამას გარდა, ნუშის რძეს დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს და ექიმების მტკიცებით, არ იწვევს ჰორნომალურ ცვლილებებს, როგორც ეს სოიოს რძის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს.
ნუშის რძე ჩვეულებრივი, ცხოველური რძის ნაცვლად შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა კერძების მომზადებისას და ცხობისას. თუ თქვენ ან ოჯახის რომელიმე წევრს ლაქტოზის აუტანლობა გაწუხებთ, მაშინ ეს რძე ყველაზე ოპტიმალური და ჯანსაღი ალტერნატივაა.
როგორ მოვამზადოთ ?
140-150 გრამ ნედლ ნუშს ვიღებთ, ვასხამთ წყალს და ვაყრით ნახევარ ჩაის კოვზ ზღვის მარილს ისე, რომ ნუში კარგად დაიფაროს და ვტოვებთ ასე სულ მცირე 12 საათით. ეს დალბობის ეტაპი მნიშვნელოვანია, ვინაიდან როგორც დიეტოლოგები განმარტავენ, ამ დროს ნუშში სასარგბელო ენზიმების გამომუშავება ხდება. 12 საათის შემდეგ, წყალს გადავწურავთ, ნუშს დავასხამთ 4 ჭიქა გაფილტრულ წყალს და მოვათავსებთ ამ ყველაფერს ბლენდერში. რამდენიმე წუთის განმავლობაშ დავაბლენდერებთ, ვიდრე ერთგვაროვან და ბლანტ კონსისტენციას არ მივიღებთ. ამის შემდეგ გადავწურავთ - მე მარლა გამოვიყენე - და მიღებულ რძეს შუშის ჭურჭელში მოვათავსებთ. ასეთი რძე მაცივარში ერთ კვირამდე შეგვიძლია შევინახოთ.
დარჩენილ ნუშის რბილობს რაც შეეხება, არც იფიქროთ მისი გადაგდება - გაანაწილეთ საცხობ ფირფიტაზე და ღუმელში ცოტა ხნით გამოაშრეთ, დაბალ ტემპერატურაზე. ამის შემდეგ ოდნავ დააბლენდერეთ და მიიღებთ ნუშის ფქვილს, რომელიც საცხობად შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც პურის ფქვილის დიეტური და ჯანსაღი ალტერნატივა.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა