წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ნუტრიციოლოგების საყვარელი საკვები დანამატები

ბლოგი:
ივნისი 27, 2016
ავტორი Anika
დღეს რამდენიმე ამერიკელი ნუტრიციოლოგის და ჯანსაღი ცხოვრების წესის აქტიური მიმდევრის მიერ რეკომენდებულ საკვებ დანამატებზე მოგიყვებით, რომლებიც ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, გაჯანსაღებაში და შესაბამისად, გალამაზებაშიც დაგვეხმარება.

გლუტათიონი (Glutathione) - ძლიერი ანტიოქსიდანტია და თავისუფალი რადიკალებისგან მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს; აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს, ახდენს ნაადრევი დაბერების პრევენციას; ხელს უწყობს ღვიძლის დეტოქსიკაციას: იმ სტრესის და გარემოს დაბინძურების გათვალისწინებით, რასთანაც ყოველდღიურად გვაქვს შეხება, ღვიძლს საკმაოდ რთული სამუშაო აქვს, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია მას გაწმენდის შესაძლებლობა რომ მივცეთ.

პრობიოტიკი - ყოველდღიური პრობიოტიკი იდეალურია კუჭ-ნაწლავის და საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის - ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, უმნიშვნელოვანესია ზოგადად, ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობისა და სიჯანსაღისთვის. პრობიოტიკი იმუნიტეტისთვისაც ძალიან სასარგებლოა და იმავდროულად ხელს უწყობს B და K ვიტამინების ორგანიზმის მიერ ათვისებას.

whole-food-supplements-lees-summit-crop-u47110



მაგნეზიუმი - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც სპორტით არის დაკავებული ან კვირის განმავლობაში ვარჯიშობს. მაგნეზიუმი კუნთებს მოდუნებაში ეხმარება და ზოგადად, ეს მინერალი ორგანიზმში 300-ზე მეტ ქიმიურ რეაქციაზეა პასუხისმგებელი, მათ შორის კორტისოლის ჰორმონის დონის რეგულირებაზე, ძილზე და გულის ჯანსაღ ფუნქციონირებაზე.

ვიტამინი D3 - მნიშვნელოვანია იმუნური სისტემისთვის და ზოგადად, ჯანმრთელობისთვის.

GI Herbal - ბუნებრივი ანტიმიკრობული საშუალებაა, რომელიც კუჭ-ნაწლავის მიკროფლორის სიჯანსაღეს უწყობს ხელს: ჯანმრთელი ბალანსის აღსადგენად, ანადგურებს ცუდ ბაქტერიებს; ანეიტრალებს მუცლის შებერილობას და დისკომფორტს.

თევზის ზეთი - ომეგა-3 ცხიმ-მჟავების მრავალმხირივი სარგებელი ყველასთვის ნაცნობია: აძლიერებს თავის ტვინის ფუნქციონირებას, იმუნურ სისტემას, ებრძვის ანთებით პროცესებს, კვებავს კანს.

flax_seed



საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, რომ ომეგა-3-6-9 ცხიმ-მჟავების მხრივ საუკეთესო სელის მარცვლებია, რომელთაც წვრილად ვფქვავ და დილაობით, ტრადიციულ შვრიის ფაფაში ერთ სავსე სუფრის კოვზს ვამატებ. სელი იმავდროულად ძლიერი ანტიოქსიდანტიცაა, ფანტასტიურად კვებავს კანს, სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. მოკლედ, ჩემი ბოლო წლების საუკეთესო მიგნებაა.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა





მსგავსი ბლოგები