წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ოქტომბრის თვის კოსმეტიკური სიახლეები

ბლოგი:
ოქტომბერი 04, 2013
ავტორი Anika
დღევანდელ პოსტში ანიკას ბლოგის ტრადიციულ რუბრიკას -  "თვის სიახლეებს" წარმოგიდენთ: რის მოლოდინში უნდა ვიყოთ ამ ახალ თვეში და რა ტიპის ახალი გამოცდილებები გველის.

სიახლეები Boss Parfums-ის ახალი სურნელით დავიწყოთ, რომლის სახეც, უკვე ზედიზედ მეორედ ჩემთვის და ალბათ, ბევრი თქვენგანისთვის საყვარელი მსახიობი გვინეთ პელტროუ გახდა. ახალი სუნამო სახელწოდებით Boss Jour ცოტა ხნის წინ წარმოდგენილი კიდევ ერთი ახალი არომატის Boss Nuit-ის ლოგიკური გაგრძელება აღმოჩნდა, რომელიც იდეალურად გამოხატავს იმ ქალურობას და დახვეწილობას, რომელთანაც გვინეთ პელტროუ ყოველთვის ასოცირდებოდა. “ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ Boss-ის ახალ სურნელს წარმოვადგენ, ვინაიდან ამ სუნამოს ენერგიული და გამოკვეთილი ნოტები პოზიტიურად აისახება ჩემს განწყობაზე,” ამბობს მსახიობი.

Boss Jour-ის კომპოზიციაში გრეიფრუტის და ლაიმის ციტრუსის ყვავილები, ფრეზიის და შროშანის თაიგული და მუსკუსის, თეთრი არყის ხის და თაფლისფერი ქარვის არომატებია გაერთიანებული.

690x373_0xd42ee42a_1908165951380115789

Dolce & Gabbana-ს ახალი ტუში Passioneyes Duo წამწამებს ერთდროულად მოცულობასაც მატებს და მიმართულებასაც ანიჭებს. ტუშის წარმატების საიდუმლოება უნიკალურ ფორმულაშია, რომლის ბუნებრივი პოლიმერებიც წამწამებს აფიქსირებენ, მდგრადი ორგანული შენაერთები ხანგრძლივ ეფექტს უზრუნველყოფენ, გლიცერინი კი წამწამების გამაგრებაზე ზრუნავს. ახალი ტუშის სახე ჰოლივუდის ვარსკვლავი სკარლეტ იოჰანსონია.

340x464_1_5cb2a582d26e8723ed6cde76c4034564@687x1134_0xd42ee42a_1759001351380115839



340x464_1_dc0cbedd08a08b158f390854f67304d9@539x1134_0xd42ee42a_16110986521380115835



Givenchy-ს კოსმეტიკის ერთგულ მომხმარებლებს გემახსოვრებათ ამ ფრანგული ბრენდის მიერ გასულ წელს წარმოდგენილი სიახლე - ნაოჭების საკორექციო ხაზი Smile’N Repair. წელს ამ ხაზს ინტენსიური შრატი Intensive Firming Serum და თვალის ირგვლის კანის მოვლის საშუალება Firming Eyecare Roll-on Puffiness & Dark Circles დაემატა.

სახის შრატი კანის უჯრედების აღდგენის უნარს აძლიერებს, რის ხარჯზეც კანი სიმკვრივეს იბრუნებს. ამ ახალი პროდუქტის “დამრტყმელი ძალა” MotionCorrect-ის კომპლექსია, რომელიც სტრესის დაძლევაში და უჯრედების განახლების სტიმულირებაში გვეხმარება. საბოლოოდ, კანი გაცილებით მკვრივი ხდება და ტონუსს და ბზინვარებას იძენს.

Firming Eyecare Roll-on Puffiness & Dark Circles თვალის უპეების სიშავეებს და შეშუპებას ებრძვის, ხოლო Actiflow-ს ინგრედიენტით მდიდარი ფორმულა კი მიკროცირკულაციას აუმჯობესებს და კანს გაცილებით ერთგვაროვანს ხდის. ეს პროდუქტი გამოსაყენებლადაც ძალიან პრაქტიკულია: მას სპეციალური ბურთულა-აპლიკატორი მოყვება, რომელსაც იმავდროულად სასიამოვნო, გამაგრილებელი ეფექტი აქვს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები