We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

ოქტომბრის თვის კოსმეტიკური სიახლეები

_from blog_:
_October_ 05, 2015
_by_ Anika
წლევანდელი შემოდგომისთვის იმდენი საინტერესო სიახლე შემოგვთავაზეს მსოფლიოს წამყვანმა კოსმეტიკურმა ბრენდებმა, რომ მათი ერთ პოსტში მოქცევა წარმოდუგენელი იქნება, ამიტომაც დღეს მხოლოდ რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ, რომლებიც ჩემი სუბიექტური შეფასებით გამოვარჩიე.

რა შეიძლება მოხდეს, როცა იტალიური კინოს ლეგენდა სოფი ლორენი და ცნობილი იტალიური მოდის სახლი Dolce & Gabbana ერთიანდებიან?! ბევრი რამ. ამჯერად, კი ამ თანამშრომლობის შედეგად ულამაზესი ფერის ტუჩის საცხი მივიღეთ, რომელსაც "სოფიას წითელს" უწოდებენ - თუ თქვენ მსახიობის საკულტო ტუჩის ფერი გახსოვთ და მოგწონთ, მაშინ ეს საცხი - Sophia Loren N1 , რომელიც მოვარდისფრო-მოწითალო ფერისაა და მწიფე ალუბლის ფერსაც მოგაგონებთ - აუცილებლად უნდა გამოსცადოთ.

clq_ZCH501_402x464

ჩემი საყვარელი კოსმეტიკური ბრენდი Clinique ერთდროულად 3 სიახლეს წარმოგვიდგენს Clinique Smart -ის ხაზში. ეს ხაზი ინტელექტუალური ტექნოლოგიებითაა ცნობილი, რომლის წყალობითაც მიზანმიმართულად ებრძვის ისეთ პრობლემებს როგორიცაა ნაოჭები, სიმკვრივის დაკარგვა, სიმშრალე და არაერთგვაროვანი კანის ფერი. სიახლის სახით ამჯერად თვალის საცხი Clinique Smart Custom-Repair Eye Treatment, დამატენიანებელი სახის საცხი Clinique Smart SPF 15 Custom-Repair Moisturizer და ღამის სპეციალური დამატენიანებელი საცხი Clinique Smart Night Custom-Repair Moisturizer არის წარმოდგენილი.

ff7292891c4d83cfba762d93f7753a58

იტალიური მოდის სახლ Moschino-ს ახალმა შემოქმედებითმა დირექტორმა ჯერემი სკოტმა საკუთარი ირონიულობა არც პარფიუმერიის მიმართულებით დაზოგა და ახალი სუნამო არც მეტი არც ნაკლები სარეცხი საშუალების ბოთლში მოათავსა. ახალი სურნელი სახელწოდებით Fresh Couture ბერგამოტის, ილანგ-ილანგის, მანდარინის, პაჩულის და თეთრი პიონის ნოტებით გამოირჩევა - საკმაოდ აღმოსავლური მიქსი გამოდის.

YSL-401-RockResille-Collection-r1

ივ სენ ლორანის კოსმეტიკის ლოიალურ მომხმარებლებს გაუხარდებათ იმის გაგება, რომ ორი ყველაზე პოპულარული პროდუქტი: კორექტორი touche eclat და თვალის ჩრდილების პალიტრა Couture Palette საკოლექციო, განსაკუთრებულ შეფუთვაში გამოვა. ტრადიციული, სადა ოქროსფერი შეფუთვის ნაცვლად ამჯერად ზემოთჩამოთვლილი ნივთები ლეგენდარული სენ ლორანის საყვარელი გამჭვირვალე ქსოვილების და კოპლებიანი კოლგოტის ინსპირაციის მიხედვით იქნება გადაწყვეტილი: ძალიან მომწონს!

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_