წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ოქტომბრის თვის სიახლეები

ბლოგი:
ოქტომბერი 05, 2012
ავტორი Anika
მიყვარს თვის დასაწყისი - ამ დროს ხდება ხოლმე თვის საინტერესო სიახლეების ანონსი ნებისმიერ სფეროში (კულტურა, კინო, თეატრი), მათ შორის, კოსმეტიკის დარგშიც. ამ დროს ინტერნეტ სივრცე და ჟურნალები “მადისაღმძვრელი” ინფორმაციით და ფოტოებით ივსება: სახის მოვლის ახალი საშუალებები, ტანის არომატული დამატენიანებლები, ახალი სუნამოები - მოკლედ, სიახლეებს რა გამოლევს.

ამიტომაც, ვინაიდან ოქტომბრის თვის დასაწყისია, დღევანდელ პოსტში მინდა ამ თვის აქტუალური და საინტერესო სიახლეები გაგაცნოთ, რომელთაც მსოფლიოს წამყვანი კოსმეტიკური კომპანიები გვთავაზობენ.



La Prarie - თავის მოვლის საშუალებების პრემიალური, შვეიცარული ხაზი ახალ პროდუქტს გვთავაზობს ამ სეზონზე. Cellular Treatment Liquid Soft Glow იდეალური საშუალებაა მცირე ნაოჭების და ხაზების დასაფარად. ძალიან თხელი და ჰაეროვანი, თხევადი ტექსტურა კანს იმავდროულად არბილებს და სათანადო დაცვითაც უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ეს საცხი კანის დატენიანებას ახერხებს და მას აბრეშუმის ბზინვარებას ანიჭებს.



Shiseido - იაპონური ბრენდების თაყვანისმცემლებს ცნობილი კომპანია Shiseido-ს სიახლე ნამდვილად გაახარებს. განსაკუთრებით კი მათ, ვისაც ჩაშავებული თვალის უპეების პრობლემა აწუხებს. თვალის ახალი საცხი Anti-Dark Circles Eye Cream ერთდროულად ორი მიმართულებით მუშაობს: კანში ჩამჯდარ პიგმენტებს აქრობს და თვალის არეში მიკროცირკულაციას აუმჯობესებს.



Estee Lauder - თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ფრჩხილის ლაქის შერჩევისას ყველაზე დიდ ყურადღებას მათ მდგრადობას ვაქცევ. ამიტომაც ძალიან მომწონს Estee Lauder-ის ფრჩხილის ლაქები და ამ შემოდგომის სეზონზე უკვე დაგეგმილი აქვს ახალი კოლექციიდან Pure Color მოოქროსფრო ფერი Nouveau Riche გამოვცადო - ამბობენ, ერთი კვირაც კი ძლებსო.



Kerastase - ვისაც გრძელი და თხელი თმა გაქვთ და მისი ლამაზ ფორმაში შენარჩუნება თქვენი მუდმივი ზრუნვის საგანია, Loreal-ის თმის მოვლის პოპულარული ხაზის Kerastase-ის ახალი შამპუნი უნდა წარმოგიდგინოთ: შამპუნი Cristalliste თმებს საოცარ მბზინვარებას და კრისტალების მსგავს ელვარებას შესძენს.

დღეისთვის ეს იყო,

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა



მსგავსი ბლოგები