წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ორგანული კოსმეტიკა ორგანული სილამაზის მიმდევრებისთვის

ბლოგი:
ოქტომბერი 18, 2012
ავტორი Anika
ახალ საუკუნეში, გარემოს დანიძურების და ეკოლოგიური კატასტროფების ფონზე, ეკოლოგიურად სუფთა ცხოვრების წესი რომ ძალიან პოპულარული გახდა, გეცოდინებათ. იმის საქმის კურსშიც იქნებით, რომ ამ ცხოვრების წესში ეკოლოგიურად სუფთა, ორგანული საკვების და სამოსის შეძენის გარდა, თავის მოვლის ეკოლოგიური პროდუქტებიც შედის. სწორედ ამაზე მინდა დღევანდელ პოსტში გესაუბროთ - თავის მოვლის პროდუქტების ეკოლოგიურ ხაზებზე.



ლეგენდარული ესტე ლაუდერის შვილმა, ლეონარდ ლაუდერმა ჯერ კიდევ 1990 წელს დაარსა Origins-ის ბრენდი, თუმცა ორგანული თავის მოვლის საშუალებების მიმართულებით მხოლოდ 5 წლის წინ სცადა ბედი, Origin Organics-ის ხაზის გამოშვებით. ამ ხაზში შემავალი პროდუქტები, სახის ტონიკით დაწყებული ტანის ლოსიონით დამთავრებული 95 პროცენტით ორგანულ ინგრედიენტებს შეიცავს.



ორგანულ ბაზარზე არანაკლებ პოპულარული ბერძნული ბრენდი Korres საკუთარი წარმომავლობით ამაყობს და ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს ხმელთაშუა ზღვის ფლორის სასარგებლო თვისებები. მათ პროდუქციაში შეძლებისდაგვარად არის გამოყენებული სხვადასხვა ექსტრაქტები, ნაყენები და ზეთები, ყველასთვის შიშის მომგვრელი სილიკონები და მინერალური ზეთები კი ხმარებიდან ამოღებულია. Korres­-ის თავის მოვლის საშუალებებში შემავალი მცენარეული კომპონენტების დამსახურებით მათი სახის საცხები იდეალურად ატენიანებენ კანს, წამწამების ტუში კი მათ აპრეხვასა და გასქელებასთან ერთად, რეალურად კვებასვ კიდეც წამწამებს.



Kielh’s-ის პროდუქცია ბევრი თქვენგანისთვის უცხო არ უნდა იყოს. ორგანული კოსმეტიკის ცნობილმა ბრენდმა ცილოვანი მიმართულება აირჩია და თავის მოვლის საშუალებების კოლექციას ასაის კენკრის ექსტრაქტზე დამზადებული პროდუქცია დაუმატა. Kiehl’s Acai Damage-Repairing Skincare ხაზში შემავალი საცხები კანს რეგენერაციის პროცესის გარდა, ფერის გაუმჯობესებასა და ელასტიურობის გაზრდაში ეხმარება.



მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები