We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

ორი სიტყვით ანიკას ბლოგის შესახებ

_from blog_:
_April_ 03, 2012
_by_ Anika
ნებისმიერი ბლოგი რაიმე კონკრეტული ინტერესის სფეროს ირგვლივ ტრიალებს, იქნება ეს მოდა, არტი, ლიტერატურა, ადამიანის უფლებები თუ კიდევ სხვა რამ. ასეთ შემთხვევაში, განმსაზღვრელი, როგორც წესი, ბლოგის შემქმნელის ინტერესებია, რომელიც ინტერნეტ სივრცეში არსებული უსაზღვრო შესაძლებლობების მეშვეობით, პერსონალური ბლოგის გვერდიდან, ერთგულ მკითხველებს სიახლეებს, რეკომენდაციებს თუ უბრალოდ თვალსაზრისს უზიარებს ამა თუ იმ საკითხზე.


ანიკას ბლოგის შემთხვევა განსაკუთრებული მგონია, ასე ვთქვათ, გამონაკლისი ამ წესიდან. იცით რატომ?! იმიტომ, რომ ეს ბლოგი ორი სხვადასხვა მხარის ინტერესების თანხვედრის შედეგია: ერთი მხრივ, ჯანსაღი ცხოვრების წესსა და სილამაზის შენარჩუნებაზე ორიენტირებული “ბაკურიანის” წყლის და მეორე მხრივ, თქვენი მონა-მორჩილი ანიკასი, რომლისთვისაც, აგერ უკვე რა ხანია, ჯანსაღი კვება, ფიტნესი, თავის მოვლა, სილამაზე და მათთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა, გაცხოველებული ინტერესის საგანია.


არ ვიცი, ბლოგების ასეულათასიან სათვალავში რიგით მერამდენე იქნება ანიკას ბლოგი, თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს ამას. მთავარი ის კავშირია, ჩემსა და თქვენს შორის რომ იარსებებს: აზრების გაზიარების თუ დისკუსიების ფორმატში მიმდინარე ურთიერთობა, რომელიც, იმედი მაქვს, თქვენთვისაც ისეთივე საინტერესო და სახალისო იქნება, როგორც ჩემთვის ამ თემებზე მუშაობა.


ანიკას ბლოგის სივრცეში არასდროს, არაფერს მოგახვევენ თავს. არავითარი ნომენკლატურა! აქ მხოლოდ გაგიზიარებენ და გირჩევენ. რას და რასთან დაკავშირებით?! სიახლეებს, აღმოჩენებს, ექსპერტების რეკომენდაციებს სილამაზესთან, ჯანსაღ კვებასთან და თავის მოვლასთან დაკავშირებით - მოკლედ, ყველაფერს რაც კი ჯანსაღი ცხოვრების წესს ეხება.


უსასრულო რიტორიკით თავს აღარ შეგაწყენთ და დღეისთვის ამ ოპტიმისტური განწყობით დავასრულებ. ჰო, არ დაგავიწყდეთ, რომ კვირაში სამჯერ შევხვდებით ხოლმე ანიკას ბლოგზე, თუმცა ეს თქვენ არ გზღუდავთ იმაში, რომ დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ხშირ-ხშირად შემოისეირნოთ და მესტუმროთ ხოლმე.


აბა, დროებით, მომდევნო პოსტამდე!

_OTHER BLOGPOSTS_