ბლოგი:
მაისი 13, 2016
ავტორი Anika
დიეტებზე ანიკას მკითხველებთან ბოლო პერიოდში არ მისაუბრია, დღეს დილით კი სასწორზე დადგომის შემდეგ გადავწყვიტე, რამე ეფექტიანი საზაფხულო დიეტა გამმეძებნა, რომელიც იმავდროულად ორგანიზმის დეტოქსიკაციაშიც დამეხმარებოდა. ინტერნეტში ძიების შედეგად ერთი ასეთი დიეტა მომხვდა თვალში, რომელიც თქვენც მინდა გაგიზიაროთ, იქნებ ჩემთან ერთად, სხვებსაც მოუნდეთ მასთან შეჭიდება.
დიეტა-დეტოქსი ორკვირიანი და ლიმონის გამოყენებით კეთდება. გამოხმაურებების შედეგად თუ ვიმსჯელებთ, მისი წყალობით, 2 კვირაში 10 კილოგრამამდე შეიძლება დაიკლო - 10 კგ ასეთ მოკლე ვადაზე საკმაოდ ბევრია, თუმცა 4-5 კილოგრამი სრულიად იდეალური იქნებოდა, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ ორგანიზმსაც დეტოქსიკაციას ჩაუტარებთ.
დიეტას ერთი უცვლელი წესი აქვს: ყოველ დილით, უზმოზე, წყალში გაზავებული ლიმონის წვენი უნდა მიირთვათ:
დღე 1 - 1 ლიმონის წვენი და ერთი ჭიქა წყალი
დღე 2 - 2 ლიმონის წვენი და ორი ჭიქა წყალი
დღე 3 - 3 ლიმონის წვენი და სამი ჭიქა წყალი
დღე 4 - 4 ლიმონის წვენი და ოთხი ჭიქა წყალი
დღე 5 - 5 ლიმონის წვენი და ხუთი ჭიქა წყალი
დღე 6 - 6 ლიმონის წვენი და ექვსი ჭიქა წყალი
დღე 7 - 3 ლიმონის წვენი და 10 ჭიქა წყალი + ერთი ჩაის კოვზი თაფლი - ამ სითხეს ვსვამთ მთელი დღის განმავლობაში.
დღე 8 - 6 ლიმონის წვენი და 6 ჭიქა წყალი
დღე 9 - 5 ლიმონის წვენი და 5 ჭიქა წყალი
დღე 10 - 4 ლიმონის წვენი და 4 ჭიქა წყალი
დღე 11 - 3 ლიმონის წვენი და 3 ჭიქა წყალი
დღე 12 - 2 ლიმონის წვენი და 2 ჭიქა წყალი
დღე 13 - 1 ლიმონის წვენი და ერთი ჭიქა წყალი
დღე 14 - 3 ლიმონის წვენი და 10 ჭიქა წყალი + ერთი ჩაის კოვზი თაფლი. აქაც დავლევთ სითხეს დღის განმავლობაში და მაქსიმალურად დავისვენებთ.
ამ ორი კვირის განმავლობაში, ძირითადი სითხის გარდა მივირთმევთ ჯანსაღ საკვებს: ცომეული და ტკბილეული ამ პერიოდში დაივიწყეთ. დილით შეგიძლიათ დაიწყოთ შვრიის ფაფით, ერთ-ერთ ვარიანტად. წახემსების სახით დღის განმავლობაში შეგიძლიათ მიირთვათ ხილი, მხოლოდ საღამოს საათებში ხილის მირთმევა არ არის რეკომენდებული. სადილი უმჯობესია ცილოვანი იყოს: ცილები+ ბოსტნეული. ზოგადად 6 საათის შემდეგ საკვების მიღება არ არის სასურველი. თუ ძალიან მოგშივდებათ, შეგიძლიათ ბოსტნეულის სალათი ან მაწონი/კეფირი მიირთვათ.
არ ვიცი რას ფიქრობთ თქვენ, მაგრამ მე დანამდვილებით ვიცი, რომ ამ დიეტის დაცვა ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ ღირს, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც გასტრიტი ან კუჭთან დაკავშირებული სხვა ტიპის პრობლემები აწუხებს. თუმცა, საბოლოო ჯამში დიეტა ნამდვილად ეფექტიანი უნდა იყოს, ამ რაოდენობით მიღებული წყლის, ლიმონის წვენის და ზოგადად დაბალანსებული რაცინის წყალობით. თანაც, ცომეული და ტკბილეული ისედაც ამოღებულია. მოკლედ, გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია და შემდეგ უკვე შეგიძლიათ სცადოთ.
წარმატებებს გისურვებთ,
ანიკა