ბლოგი:
თებერვალი 25, 2013
ავტორი Anika
რამდენმა თქვენგანმა შეძლო ოსკარების ცერემონიის პირდაპირ ეთერში ყურება? მარტივი საქმე ნამდვილად არ იყო, ვინაიდან ეს გადაწყვეტილება ესთეტურად სასიამოვნო პროცესის მიუხედავად, კვირა ღამის გათენებასთან და შემდეგ ორშაბათ დილას სამუშაო კვირის “მძიმე” დასაწყისთან იყო დაკავშირებული. მოკლედ, არ აქვს მნიშვნელობა უყურეთ თუ არა, დღევანდელ პოსტში ოსკარების ცერემონიის რამდენიმე გამორჩეულად “ლამაზ” მონაკვეთზე მინდა მოგიყვეთ.
ჯესიკა ჩესტეინი Armani Prive-ს საღამოს კაბაში მხედველობის არედან, ალბათ, არ გამოგეპარებოდათ. თუმცა, კაბაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში, მგონი, მისი მაკიაჟი და ვარცხნილობა იყო. ღია კრემისფერი სახის კანი, 1940-იან წლების განწყობის დატალღოვნებული თმები, ღია წითელი ტუჩის საცხი და მარტივი შავი თვალის ლაინერი - ჯამში ეს ყველაფერი ორმოციანების ჰოლივუდის გლამურის იდეალური განსახიერება იყო.
Les Misarables-ის ერთ-ერთი მთავარი გმირი ამანდა სეიფრიდი რომ ოფიციალურ მიღებებზე ყოველთვის გამორჩეულად მიმზიდველი და დახვეწილია, ეს ბევრისთვის სიახლეს აღარ წარმოადგენს. თუმცა, ამ ოსკარების ცერემონიაზე სეიფრიდი მართლაც რომ განსაკუთრებული იყო: Alexander McQueen -ის ღია იასამნისფერ კაბაში გამოწყობილ მსახიობს თვალის მაკიაჟი კაბის შესაფერისი იასამნისფერი პალიტრის რამდენიმე განსხვავებულ ჩრდილში ჰქონდა გადაწყვეტილი.
აწ უკვე ოსკაროსანი მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი Dior Haute Couture-ის ტანზე მომდგარ კაბაში “მინიმალისტურად” მომხიბვლელი იყო. კაბასთან იდეალურად იყო მისადაგებული ვარცხნილობა: მსახიობს კეფის ზემოთ მოთავსებული ნაზი, დამრგვალებული ფორმის კუდი (ინგლისურად bun-ს ეძახიან და ქართული შესატყვისის გამოძებნა კი გამიჭირდა). თუმცა, ყველაზე გამოკვეთილი ელემენტი ჩემი აზრით მისი ულამაზესი smoky eyes იყო. როგორც ვიზაჟისტმა აღნიშნა, ამ თვალების მისაღწევად მას ნაცრისფერი, მოყავისფრო ნაცრისფერი და მოლურჯო-მწვანე ჩრდილები ჰქონდა ერთმანეთში არეული. გარდა ამისა, თვალის ქვედა ქუთუთოზე და ზედა ქუთოთოს შუა ნაწილში გარდამავალი ფერების ე.წ. iridescent ჩრდილი იყო დამატებული თვალებისთვის მეტი გამომხატველობის მისანიჭებლად. და ბოლოს, ნაზი ვარდისფერი ტუჩის საცხი, რომელიც ლოყების ფერის იდეალური გაგრძელება იყო.
და ბოლოს, არ შემიძლია არ აღვნიშნო შარლიზ ტერონის ახალი, მოკლე ბიჭური ვარცხნილობა, რომელიც მის ისედაც მედიდური შესახედაობის Dior-ის თეთრ კაბას კიდევ უფრო მეტი ფუფუნების ელფერს სძენდა.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა