ბლოგი:
თებერვალი 14, 2013
ავტორი Anika
პარფიუმერულ სამყაროს ვინც კარგად იცნობთ, პაჩულის სახელი არ უნდა გეუცხოვოთ. რა ხანია, რაც ამ მცენარისგან მიღებულ ესენციას წარმატებით იყენებენ სხვადასხვა პრესტიჟული სახლები ამა თუ იმ სუნამოს დასამზადებლად. ლოგიკურია, გაგიჩნდეთ შეკითხა, რა არის განსაკუთრებული ამ მცენარეში, რამაც მისი ამგვარი პოპულარულობა განაპირობა?! პასუხი მარტივია: ის ერთგვარი აფროდიზიაკია - სრულიად მომნუსხველი და მომაჯადოებელი ეფექტი აქვს საპირისპიროს სქესის წარმომადგენლებზე. ყოველ შემთხვევაში, ამ საქმის მცოდნეები ასე ამბობენ. გარდა ამისა, მისი გამოყენება პარფიუმერებისთვის იმ თვალსაზრისითაც ყოფილა სასარგებლო, რომ ის ზოგადად სუნის მდგრადობას და დიდი ხნით შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
მოკლედ, პაჩულის თბილი, მოტკბო ნოტების თაყვანისმცემლებო, დღევანდელ პოსტში ის სურნელები და პარფიუმის წყლები მინდა წარმოგიდგინოთ და შეგახსენოთ, რომლებიც ამ ესენციაზე მზადდება და რომლებშიც პაჩულის ნოტები დომინანტია.
ტომ ფორდის პარფიუმის წყალი White Patchouli, Tom Ford 1960-იანი წლების ერთგვარი გახსენებაა - ისტორიის მიხედვით, ამ პერიოდში ეს ეთერზეთი ჰიპების მიმდინარეობის წევრთა საყვარელ სურნელად იქცა.
Dolce&Gabbana-ს მიერ შექმნილი ტუალეტის წყალი Velvet Patchouli, Dolce&Gabbana ერთ-ერთია ექვსი სხვადასხვა სუნამოსგან შემდგარი კოლექციიდან, რომელსაც Velvet Collection - ხავერდის კოლექცია ეწოდება და რომლის მიზანიც ერთ კოლექციაში ყველაზე ხავერდოვანი სურნელების მოქცევა იყო. პაჩულის გარდა, ეს წყალი, ყვავილების და თამბაქოს ნოტებსაც შეიცავს.
L'Eau de Chloe, Chloe მისი წინამორბედი სუნამოსგან განსხვავებით 20%-ით ვარდის ნატურალური წვენისგან შედგება. სწორედ ამ გრილ ნოტებს შეიგრძნობთ თავიდან, რასაც ნელ-ნელა პაჩულის ნოტები მოყვება, რაც თავის მხრივ, ერთგვარი ფუფუნების შეგრძნებას მოგგვრით.
Ange ou Demon Le Secret Feather Edition, Givenchy ჟივანშის ძველი სუნამოს ახალი ვერსიაა, რომელსაც პაჩულის ნოტები დაუდევარ ელეაგნტურობას მატებს. ეს ლიმიტირებული გამოშვებაა, რომლისთვისაც ბოთლი სერჟ მანსომ შექმნა და ის მაღალი მოდის სამოსში შეფუთა - კორსეტით და ბუმბულებით გააწყო.
შანელის ცნობილი არომატის Coco Mademoiselle, Chanel-ის მოყვარულებმა შეიძლება არც იცოდნენ, რომ ამ ტუალეტის წყლის შემადგენელ ფორთოხლის, ბერგამოტის, გრეიფრუტის და ჟასმინის ნოტებს ბურბონის ვანილთან და თეთრ მუსკუსთან ერთად პაჩულის ნოტები კრავს მთლიანობაში.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა