We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

პარაბენის შესახებ

_from blog_:
_January_ 27, 2013
_by_ Anika
სიტყვა “პარაბენს” უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში ხშირად ახსენებდნენ თავის მოვლაზე, სილამაზის პროდუქტებზე და ზოგადად, ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებზე საუბრისას. ეს ყველაფერი კი 2004 წელს რიდინგის უნივერსისტეტის მეცნიერის, ფილიპ დარბრის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შემდეგ დაიწყო. ამ კვლევამ ადამიანის მკერდის სიმსივნეებში პარაბენის მაღალი კონცენტრაცია დაადასტურა. კვლევა მაშინ შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, ვინაიდან ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ადამიანების ორგანიზმში პარაბენების გაზომვა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს კვლევა პირდაპირ არ მიუთითებდა იმაზე, რომ პარაბენი სიმსივნეს იწვევს, ეს ერთგვარი გამაფრთხილებელი განგაში იყო.

უკანასკნელ წლებში, მრავალი კვლევა ჩატარდა ამ საკითხთან დაკავშირებით და ბევრმა მათგანმა ადამიანის შარდში და ქსოვილებში პარაბენის არსებობა დაადასტურა. ამის საპასუხოდ, არაერთმა კოსმეტიკის მწარმოებელმა კომპანიამ პროდუქციის შემადგენლობიდან ამოიღო პარაბენი. თუმცა, რიგი კომპანიები დღემდე მაინც აგრძელებენ საშიში პროდუქტის გამოყენებას.

რა უნდა ვიცოდეთ პარაბენების შესახებ, სანამ კოსმეტიკას შევიძენთ:

  1. პარაბენი ჩვენს სხეულში აღწევს - დოქტორ დარბრის და შემდგომმა კვლევებმა სწორედ ეს დაადასტურა. მკვლევარებმა მკერდის სიმსივნის შემთხვევებში, მკერდში 5 ტიპის პარაბენის კონცენტრაცია აღმოაჩინეს.

  2. ჩვენი კანი ვერ აფერხებს პარაბენის ორგანიზმიში შეღწევას - კვლევებმა დაადგინეს, რომ პარაბენი არა საკვები პროდუქტების, არამედ კანის გავლით ხვდება ორგანიზმში.

  3. ადრეული კვლევების მიხედვით, დეოდორანტები და ანტიპერსპირანტები ითვლებოდა მკერდის ქსოვილებში პარაბენების მთავარ “მიმწოდებლად”. თუმცა, ახალ კვლევაში მონაწილე 7 ადამიანი ამ პროდუქტებს საერთოდ არ მოიხმარდა და ამისდა მიუხედავად, მათ ორგანიზმში პარაბენების შემცველობა სხვებთან შედარებით დაბალი მაინც არ იყო. ასე, რომ “ეჭვმიტანილთა” სიაში ნებისმიერი პროდუქტი შეიძლება მოხვდეს, კანის საცხიდან დაწყებული მზის დამცავით დამთავრებული.

  4. პარაბენი კანცეროგენულია - ბოლო კვლევები ადასტურებენ, რომ პარაბენს შეუძლია ჯანმრთელი ქსოვილი კანცეროგენულ ქსოვილად გარდაქმნას.


ასე რომ, თავის მოვლის საშუალებების შერჩევისას, სპონტანურად არაფერი იყიდოთ და კარგად დააკვირდით პროდუქტის შემადგენლობას. წამყვანი კოსმეტიკური ფირმების და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის მწარმოებლების შეფუთვებზე ხშირად “Paraben free” წარწერასაც წააწყდებით, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ პროდუქტი პარაბენს არ შეიცავს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა









_OTHER BLOGPOSTS_