We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

პარფიუმერული სიახლეები ივნისის თვისთვის

_from blog_:
_May_ 31, 2013
_by_ Anika
თითქმის ყოველთვიურად, ანიკას ბლოგი უახლესი პარფიუმერული სიახლეების შესახებ გიზიარებთ ინფორმაციას. დღევანდელ პოსტში ისევ ამ თემას მინდა მივუბრუნდე და რამდენიმე საზაფხულო, ახალი თუ გადახალისებულ/გადასხვაფერებული სურნელის შესახებ მოგიყვეთ.

Gucci-ის უკვე ცნობილი არომატი Gucci Flora, რომელიც სახლის ამჟამინდელი შემოქმედებითი დირექტორის ფრიდა ჯანინის მიერ გრეის კელისადმი მიძღვნილი ორნამენტის საპატივცემულოდ შეიქმნა რამდენიმე წლის წინ, სულ მალე ახლებური ვერსიით წარსდგება აუდიტორიის წინაშე. ამჯერად სუნამოს Flora 1966-ის სახელი ექნება, რაც იმ თარიღზე მიუთითებს, როდესაც მონაკოს რჩეული, ქერათმიანი ლამაზმანის ინსპირაციით ლეგენდარულმა იტალიურმა სახლმა ეს ცნობილი, ყვავილებიანი პრინტი შექმნა. სურნელი ბერგამოტის და წიწაკის არომატებით იხსნება, მას შუაგულში პიონის და ვარდის ნოტები ამძაფრებს, ხოლო სურნელის “ლეიტმოტივი” კი პაჩულის, ვეტივერის და მუსკუსის ნოტებია. ძველ ბოთლთან შედარებით, ახალი ოდნავ უფრო მაღალი და ვიწროა და Gucci-ის ყვავილებიანი პრინტით გაწყობილ ქისაშია მოთავსებული. სურნელის არ ვიცი, მაგრამ შეფუთვა ნამდვილად მიმზიდველად გამოიყურება.

f95d281f946dff9f909dcce9c6a7d825

ახალ სეზონზე Dior-ის მოდის სახლი ჩვეულ ტრადიციას არ დარღვევს და მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტუალეტის წყლის Addict-ის “შემსუბუქებულ” ვარიანტს წარმოგვიდგენს. სიახლე Eau Délice-ის სახელით იქნება გაყიდვაში და მისი აღწერილობის და წარსულის სტატისტიკის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის ბესტსელერობის პრეტენდენტი ნამდვილად არის. სურნელის შემქმნელების თქმით, შტოშის, ჟასმინის ყვავილების, ბამბის, ილანგ-ილანგის და თეთრი მუსკუსის ნოტებით გაჯერებული წყალი ახალგაზრდობის სიმბოლოა და საზაფხულოდ აყვავებულ ბაღებს, პარკებსა და ბუნებაში პიკნიკებთან ასოცირდება. Addict-ის თაყვანისმცემელთა საყურადღებოდ: არომატი გაყიდვაში ივნისის მეორე ნახევრიდან გამოვა.

4a19f782aeeec446055a752ae88b6647

მაიამის ქვიშიან სანაპიროებზე დასვენებით შთაგონებულმა ოლივიე რუსტანმა კი Balmain Eau d'Ivoire-ის საკულტო სურნელის საზაფხულო ვარიანტი შექმნა. ახალ ტუალეტის წყალში პაჩულის, ვანილის, მაგნოლიის ნაზი ნოტები ჭარბობს და ის ღია ვარდისფერ შეფუთვაშია მოთავსებული. არომატი ევროპაში გაყიდვაში 1 ივნისიდან იქნება.

სურნელოვან ზაფხულს გისრუვებთ!

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_