We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

პატარები ზღვის სანაპიროზე

_from blog_:
_July_ 13, 2017
_by_ Anika
ჩემი 3 წლის შვილის ზღვასთან დამეგობრება დღემდე მწარე გამოცდილებად შემომრჩა: საგულდაგულოდ დაგეგმილი შვებულება, ბავშვებთან ერთად ზღვის სანაპიროზე ქვიშაში თამაშის და ტალღებში ჭყუმპალაობის გეგმები, ერთი შეხედვით თითქოს ყველაფერი იდეალურად რომ არის და ამ ყველაფრის ფონზე სრულიად განსხვავებულად განვითარებული სცენარი: პირველი გასვლა სანაპიროზე და ჩემი შვილის წივილ-კივილი ტალღების და ცხელი ქვების საპასუხოდ.

ეს სიტუაცია, ალბათ, ბევრი თქვენგანისთვის ნაცნობია. დღევანდელ პოსტში სწორედ მსგავს პრობლემასთან გამკლავებაზე და მისი მშვიდობიანად გადაჭრის გზებზე მინდა გესაუბროთ და ბავშვთა ფსიქოლოგების და ექიმების რჩევები გაგიზიაროთ.

1. პატარას 4 მთავარი მიზეზი აქვს საიმისოდ, რომ ზღვის სანაპიროზე უსიამოვნოდ იგრძნოს თავი: მზე, ქვიშა/ქვები, ტალღები და უცხო ხალხი. საიმისოდ, რომ ბავშვმა რომ მშვიდად იგრძნოს თავი, შეარჩიეთ ნაკლებ ხალხმრავალი და ხმაურიანი ადგილი სანაპიროზე და აუცილებლად იქონიეთ თან მზის ქოლგა. შეეცადეთ, ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე ადგილას გახვიდეთ სანაპიროზე - ბავშვები გაცილებით უსაფრთხოდ გრძნობენ თავს ნაცნობ სიტუაციაში. თუ პატარას ტალღები დისკომფორტს უქმნის, შედარებით მოშორებით განთავსდით ტალღებისგან. მოათავსეთ ბავშვი ქოლგის ქვეშ, ჩრდილში, დაულაგეთ მისი საყვარელი სათამაშოები და დააკვირდით, როგორ მოიქცევა და რა ემოციებს გამოხატავს. აუცილებლად იყავით მის გვერდით და არ დაატანოთ ძალა, თუ მას წყალთან ახლოს მისვლა არ სურს. მიეცით დრო და დააკვირდით, ნელ-ნელა თავს უსაფრთხოდ რომ იგრძნობს, თავად გადაწყვეტს წყალთან ახლოს მისვლას.

1200x1200_0xd42ee42d_18072138841435832580

2. შეურჩიეთ პატარას ნატურალური, თხელი და გრილი სამოსი; მოხერხებული სანდლები, რომლებიც ფეხებს ცხელი ქვიშის თუ ქვებისგან დაიცავს; ქუდი, რომელიც სათანადოდ დაფარავს მის სახეს; სისტემატურად (2 საათში ერთხელ) წაუსვით საბავშვო მზისგან დამცავი საცხი; არ დაგავიწყდეთ პერიოდულად წყლის მიცემა - ბავშვები ხშირად ვერ ხვდებიან რის გამო გრძნობენ დისკომფორტს და მზეზე ყოფნისას ეს მეტწილად შესაძლოა წყურვილის გრძნობით იყოს გამოწვეული.

3. თქვენ მაქსიმალურად ცდილობთ აკონტროლოთ პატარა, არ იცილებთ გვერდიდან, შემოსაზღვრული გაქვთ მისი სათამაშო არეალი. გარკვეული დროის შემდეგ, მას შესაძლოა მოწყინდეს და "უცხო ტერიტორიაზე" გასვლა მოინდომოს. ამიტომაც, ნუ შეზღუდავთ მას, თუ მეზობლებთან მისვლა და დაკონტაქტება მოუნდება - იქვე იყავით და ადევნეთ თვალყური.

წარმატებები!

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_