ბლოგი:
იანვარი 08, 2017
ავტორი Anika
კანის მოვლის ასაკობრივი საშუალებების შეძენამდე, ეტიკეტს ხომ კარგად ათვალიერებთ? მაშინ, სიტყვა "პეპტიდი" თქვენთვის უცხო არ იქნება. კანის საცხზე "პეპტიდის" აღნიშვნა, ზოგადად, იმის მანიშნებელი უნდა იყოს, რომ ეს საცხი ძლიერი ასაკსაწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა და როგორც წესი, ეფექტიანი უნდა იყოს. თუმცა, მსგავსი აღნიშვნები, ხშირად მარკეტინგულ ხრიკებს არ სცდება და დაპირება დაპირებად რჩება. მოდით, შევეცადოთ გავერკვეთ, რა არის პეპტიდები და რამდენად სასარგელოა ისინი.
პეპტიდები ცილების ბიძაშვილები არიან და არსებობენ როგორც ბუნებრივი, ასევე სინთეტური სახით. რისთვის გვესაჭიროება ისინი? პეპტიდების ყველაზე დიდი ღირსება, მათი ბიოლოგიური აქტიურობაა. რეალურად, პეპტიდებს შესწევთ უნარი, უჯრედებს მიუთითონ, კონკრეტულ მომენტში მათში ჩადებული რომელი სახის გენეტიკური მოქმედება უნდა გააქტიურდეს, ეს ყველაფერი კი თავის მხრივ ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე აისახება, მათ შორის, დაბერების პროცესზე. მარტივი ენით რომ ვთქვათ, პეპტიდები სიგნალს აძლევენ უჯრედს სამოქმედოდ.
პეპტიდები განსხვავებული ეფექტიანობით გამოირჩევიან, მათში შემავალი ამინომჟავების და მათი თანმიმდევრობის გათვალისწინებით. უმთავრესი ფუნქცია კოლაგენის გამომუშავების სტიმულირებაა. ანიკას ბლოგის მკითხველებმა კარგად იციან, რამდენად მნიშვნელოვანია კოლეგენი ჯანსაღი და ახალგზრდული კანისთვის. ვინაიდან ასაკთან ერთად კოლაგენის დონე კლებულობს, აუცილებელია მისი შევსება, რაშიც პეპტიდები მნიშველოვან როლს ასრულებენ: ისინი უჯრედებში ღრმად აღწევენ და კოლაგენის სინთეზს უწყობენ ხელს, რის შედეგად კანი უფრო მკვრივი და ელასტიური ხდება.
პეპტიდები ნაოჭების გასწორებას უწყობენ ხელს. არსებობენ ბოტოქსის პრინციპის მსგავსი პეპტიდები, რომელთაც ხშირად სახის და თვალის საცხებში ამატებენ. ეს პეპტიდები რეცეპტორებს ბლოკავენ და მიმიკურ მუსკულატურას აქვეითებენ, კუნთების მოდუნების ხარჯზე ნაოჭები სწორდება, ღრმა ნაოჭები კი ნაკლებად შესამჩნევი ხდება.
პეპტიდები აუცილებელი მიკროელემენტების ტრანსპორტირებას ახდენენ. პეპტიდების გარკვეულ სახეობას კანის ღრმა შრეებში აქტიური ნივთიერებების მიწოდება და უჯრედების რეგენერაცია შეუძლია.
ამ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თვისებების გამო პეპტიდებს ხარისხიანი სახის მოვლის საშუალებების უდიდეს ნაწილში შეხვდებით, როცა საქმე ასაკობრივ მოვლის პროდუქტებს ეხება.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა