ბლოგი:
სექტემბერი 23, 2013
ავტორი Anika
ჰიპერპიგმენტაცია ალბათ, ზაფხულის ერთ-ერთი “მავნე” დანატოვარია - ჭარბი მზის სხივების და არასათანადოდ დაცული კანის შედეგად შემოდგომას დალმატინელებივით დალაქავებული ვხვდებით ხოლმე. თუმცა, შემოდგომას ერთი პლიუსიც აქვს: მზის სხივების ნაკადის კლებასთან ერთად, ის იდეალური დროა პიგმენტურ ლაქებთან ბრძოლის დასაწყებად.
ნატურალისტებმა შეგიძლიათ სახლის პირობებში, ხილის და ბოსტნეულის სპეციალური ნიღბებითაც გაილაშქროთ უსიამოვნო ლაქების წინააღმდეგ (მაგალითად, კიტრის და ლიმონის ნაყენი; ან შვრიაში არეული ამჟავებული რძე), თუმცა სწრაფად და მაქსიმალური ეფექტით შედეგის მისაღწევად, თანამედროვე კოსმეტოლოგიური პროცესები, ალბათ, გარდაუვალია.
როგორც ბიოქიმიკოსი პაოლო ჯაკომონი ამბობს, კანის პიგმენტაციის პროცესში მონაწილეობს მელანინი, რომელიც მელანოციტების უჯრედების მიერ გამომუშავდება. ხანდახან ხდება, რომ მელანინი ჭარბი რაოდენობით წარმოიქმნება, რის გამოც საბოლოოდ კანზე მუქი, სხვადასხვა ზომის და შეფერილობის ლაქები ჩნდება. თუმცა, მნიშვნელოვანია, არ ავურიოთ ერთმანეთში თანდაყოლილი და შეძენილი პიგმენტაცია: მათეთრებელი ეფექტის მქონე თავის მოვლის საშუალებები სწორედ რომ შეძენილ პიგმენტურ ლაქებზეა გათვლილი და არავითარ შემთხვევაში ჭორფლებზე - ჭორფლებს საერთოდაც არ უნდა ვებრძოლოთ, ამბობს ჯაკომონი.
შეძენილ პიგმენტურ ლაქებს რაც შეეხება, ისინი ზაფხულის და ულტრაიისფერი სხივების გარდა, ბევრი სხვა მიზეზითაც შეიძლება წარმოიშვან. მექანიკური დაზიანება, ტემპერატურული, ქიმიური, ტოქსიური ზემოქმედება, ინფექციური და პარაზიტული დაავადებები, ენდოკრინული სისტემის დარღვევები, ჰორმონალური ფონის ფიზიოლოგიური ცვლილებება, როგორიცა ორსულობ - ამ ფაქტორებმა ადვილად შეიძლება ჰიპერპიგმენტაციამდე მიგვიყვანოს. თუმცა, არასწორად ჩატარებული კოსმეტოლოგიური პროცედურაც შეიძლება არანაკლებ საზიანო აღმოჩნდეს.
ამ პოსტში კონკრეტულ კოსმეტიკურ პროდუქციაზე არ შევჩერდები (ეგ ცალკე პოსტის თემაა) და მხოლოდ პროფესიონალურ პროცედურებს გაგაცნობთ, რომელთა მეშვეობითაც, გამოცდილი კოსმეტოლოგის მიერ შერჩეული სამკურნალო კურსის საშუალებით, დროთა განმავლობაში შეძლებთ პიგმენტური ლაქებისგან განთავისუფლებას.
ერთ-ერთი გავრცელებული პროცედურა ქიმიური პილინგია. ამ დროს კანზე ისეთი საშუალებების გამოყენება ხდება, რომლებიც კანის აქტიურ აქერცვლას იწვევს. ფენა-ფენა მოყავისფრო ფერი ეტაპობრივად ქრება. თუმცა, ამ მეთოდი ეფექტურობა ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ღრმად აღწევს ქსოვილებში მჟავა და რა ტიპის ქიმიური ნივთიერებები გამოიყენება ამ დროს. ქიმიური პილინგი განსაკუთრებით საფრთხილოა ღია კანის ფერის და კანზე ჰერპესის ხშირი რეციდივის მქონე ადამიანებისთვის.
მუქი ყავისფერი ლაქების შემთხვევაში, უფრო ძლიერი პროცედურებია რეკომენდირებული, მაგალითად, ისეთი როგორიცაა კრიოთერაპია. კრიოთერაპია თხევადი აზოტით მკურნალობას გულისხმობს და მას უკვე არაერთ ესთეტიკური მედიცინის ცენტრში თუ სალონში ატარებენ თბილისში. მეზოთერაპიის მეშვეობით კი გამათეთრებელი ნივთიერებების კანში ინექციით შეყვანა ხდება, კონკრეტულად პიგმენტაციის ზონაში. მკურნალობის პროცესი კომფორტულია იმდენად, რამდენადაც მიმდინარეობს სწრაფად და კონკრეტულ ზონებზე.
და ბოლოს, ყველაზე “მძიმე არტილერია” ლაქების ლაზერით დაშლა და მათზე სინათლის სელექციური იმპულსებით ზემოქმედებაა, რის შემდეგაც, რამდენიმე დღეში ლაქები კანიდან აქერცვლას იწყებს. რაც მთავარია, ასეთი პროცედურის შემდეგ, ლაქები იმავე ადგილებში აღარ ჩნდებიან. ამ პროცედურის ჩატარება შემოდგომა-ზამთრის სეზონზეა მიზანშეწონილი - მზის მინიმალური აქტივობისას.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა