წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

პილინგი ზაფხულის პერიოდში

ბლოგი:
ივნისი 26, 2013
ავტორი Anika
ზაფხულის პერიოდში რომ კანის ღრმა პილინგი რეკომენდირებული არ არის, ამის შესახებ თქვენი კოსმეტოლოგი აუცილებლად გაგაფრთხილებდათ - ინტენსიური მზის სხივების პერიოდში კანზე ყოველგვარმა “მძიმე” ჩარევამ შეიძლება საპირისპირო შედეგი მოგვცეს. თუმცა, ეს არ გამორიცხავს სახლის პირობებში, პერიოდულად მსუბუქი პილინგის ე.წ. ექსფოლიაციის გაკეთებას, რომელიც შედარებით ზედაპირულია, კანის ზედაპირზე არსებულ მკვდარი უჯრედების ფენას იდეალურად აცლის და კანს გარუჯვისთვის, ეპილაციის პროცედურისთვის ამზადებს. თუმცა, გარუჯვისა და ეპილაციის გარეშეც ძალიან სასარგებლო იქნება ეს პროცედურა, ვინაიდან ის კანს აცოცხლებს და მას სხვადასხვა კანის მოვლის პროდუქტების სასარგებლო ინგრედიენტების უკეთ შეწოვაში ეხმარება.

მოდით, ზაფხულის პერიოდისთვის გამოსადეგი რამდენიმე პილინგის/ექსფოლიანტი პროდუქტი მიმოვიხილოთ.

Smyagchayuschij-i-otshelushivayuschij-krem-s-mikrogranulami-Gentle-Refiner-Exfolianting-Cream-With-Microbeads-Clarins_image_305_392

Clarins-ის დამარბილებელი და ამქერცლავი კრემი მიკროგრანულების შემცველობით - Gentle Refiner Exfolianting Cream With Microbeads - კრემის კონსისტენსიის პროდუქტი ორი ტიპის გრანულას შეიცავს. ამქერცლავი, ნეილონის გრანულები მკვდარ უჯრედებს აცლიან კანს და მას შავი წერტილებისგან ათავისუფლებენ. მცენარეულ ცელულოზაზე დამზადებული მეორე ტიპის გრანულები კი კანის ზედაპირს ასწორებენ და მას ბზინვარებას უბრუნებენ. კრემში შემავალი მიმოზას ექსტრაქტი კანის გაღეზიანებულ მონაკვეთებს აცხრობს.

Myagkij-aromatnyj-piling-Mild-Aroma-Peeling-For-Face-Darphin_image_305_392

Darphin-ის არომატული, მსუბუქი პილინგი - Mild Aroma Peeling For Face - სახისთვის არის განკუთვნილი. მკვდარი უჯრედების მოცილებას ეს პროდუქტი ანანასის, ლიმონის და კიდევ რამდენიმე ენზიმის (ფერმენტის) დახმარებით ახერხებს. მბზივანი ფერის ნიღაბი კანის ზედაპირზე მალევე შრება და ძალიან სასიამოვნო ხილის-ყვავილოვანი სუნი აქვს - არომათერაპიაზე ორიენტირებული ბრენდისგან არც უნდა იყოს გასაკვირი.

Kletochnyj-vosstanavlivayuschij-skrab-Diamond-Cellular-Illuminating-Exfoliator-Oriflame_image_305_392

Oriflame-ის უჯრედოვანი აღმდგენი სკრაბი Diamond Cellular Illuminating Exfoliator ყველა ტიპის სახის კანისთვისაა შემქნილი, რომელიც ასაკობრივ ცვლილებებს განიცდის. Diamond Elixir™-ის დაპატენტებული ფორმულა კანს ტონუსს და ბზინვარებას მატებს და ზოგადად, კანის ფერს აუმჯობესებს. წყალმცენარეების, თეთრი ტრიუფელის და ალმასის ფხვნილის წყალობით კანის რელიეფი სწორდება, უჯრედების აღდგენის სტიმულირება ხდება და ლიფტინგის ეფექტის მიიღწევა.

Skrab-dlya-glubokoj-ochistki-por-Clearsing-Professional-Deep-Pore-Cleansing-Scrub-Avon_image_305_392

Avon-ის ღრმა წმენდისთვის განკუთვნილი სკრაბი Clearsing Professional Deep Pore Cleansing Scrub იდეალურია მათთვის, მისაც ცხიმიანი/კომბინირებული კანი აქვს: სკრაბში შემავალი ცინკი სწორედ ცხიმის ჭარბ წარმოქმნას არეგულირებს. ანტიოქსიდანტი ტოკოფეორლი და ბრინჯის ექსტაქტი კი კანის ახალგაზრდულ მდგომარეობას ახანგრძლივებენ. პროდუქტში ორი ტიპის ტალახი - კაოლინი და ბენტონიტი - შედის, რის გამოც სკრაბი სწრაფად შრება სახეზე და უმალვე იქცევა გამწმენდ ნიღაბად.

მომდევო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები