წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

პირველი პოსტი ახალ წელს

ბლოგი:
იანვარი 06, 2017
ავტორი Anika
ახალი წლის პირველ პოსტს ვიწყებთ ტრადიციული მოლოცვით - გილოცავთ ახალ 2017 წელს! ჯანმრთელები იყავით, ივარჯიშეთ სისტემატურად, არ დაგავიწყდეთ ყოველდღიურად 2 ლიტრამდე წყლის მიღება და ყურადღება მიაქციეთ, რას მიირთმევთ. 2017 წელი გაჯანსაღების, ვარჯიშის და ჯანსაღი ცხოვრების წელი უნდა იყოს.

ამ დღეებში სასწორთან მიახლოვებას ჩემ მსგავსად თქვენც თუ ვერ ბედავთ, შემიძლია რამდენიმე სასარგებლო რჩევა გაგიზიაროთ საახალწლო სუფრის ულტრაკალორიული საკვების შედეგად დაგროვილი ზედმეტი წონის დასაკორექტირებლად.

- საუზმეზე ყავას თუ ნაღებით ან ცხიმიანი რძით მიირთმევთ, დროებით უცხიმო რძით ჩაანაცვლეთ.

- გოზინაყი, ჩურჩხელა, ნაირ-ნაირი ტკბილეულით დახუნძლული სუფრა - ცდუნება საოცრად დიდია. მოდით, დროებით დაივიწყეთ ეს ტკბილეული და ტკბილის მოთხოვნილება შავი შოკოლადით დაიკმაყოფილეთ. ასე საკმაო რაოდენობით კილოკალორიების დაზოგვას შეძლებთ.

cycling-class-400x400



- ფიტნეს ცენტრში თუ დადიხართ,  სცადეთ და cycling-ის კლასში ჩაეწერეთ: 45 წუთის განმავლობაში ინსტრუქტორის მეთვალყურეობით სხვადასხვა ინტენსივობის ვარჯიში ველოსიპედზე, ამ დროის განმავლობაში საშუალოდ 500 კკალ-ის დაწვას გვპირდება.

- ვისაც ციცქნა შვილი (შვილები) გყავთ, ამ გარემოების გამოყენებაც არის შესაძლებელი თქვენი ფიტნეს წარმატებისთვის. მოათავსეთ თქვენი პატარა საბავშვო ეტლში და ენერგიულად ისეირნეთ შეძლებისდაგვარად ხანგრძლივად. ერთი საათის განმავლობაში ეტლით სიარულისას საშუალოდ 180 კკალ-ის დაწვა არის შესაძლებელი.

sandwich-open-face-400x400

- ხაჩაპური, საცივი (ხომ გახსოვთ 100 გრამ ნიგოზში 830 კკალ რომ არის?!), ნიგვზიანი ფხალეული და სხვა საახალწლო "მძიმე არტილერია" მსუბუქი საკვებით ჩაანაცვლეთ. მაგალითად, თხელ ლავაშში შეგიძლიათ გაახვიოთ ინდაურის ან ქათმის თეთრი ხორცი, დაუმატოთ მას დაჭრილი ბოსტნეული, მდოგვი ან სხვა საწებელ-სანელებელი სურვილისამებრ და მიირთვათ.

- უარი თქმით გაზიან, შაქრიან სასმელებზე და მის ნაცლვად წყაროს წყალი მიირთვით. მრავალფეროვნებისთვის შეგიძლიათ წყალი დიდ, ლამაზი დოქში ჩაასხათ, მოაყაროთ გარეცხილ-გასუფთავებული პიტნის ფოთლები, ჩააწუროთ ცოტა ლიმონი ან ლაიმი. მე კენკრების დამატებაც მომწონს. მოკლედ, არჩევანი დიდია, მიეცით ფანტაზიას გაქანება - ასე დღის განმავლობაში წყლის ბალანსის აღდგენასაც შეძლებთ და რამდენიმე ათეულ თუ ასეულ კილოკალორიასაც დაზოგავთ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები