ბლოგი:
სექტემბერი 13, 2016
ავტორი Anika
მუდმივი ფიქრი ჯანსაღ საკვებზე, თან სასარგებლოზე, თან გემრიელზე და თან დიეტურზე ცოტა არ იყოს დამღლელი და რთულიცაა. თუმცა, როდესაც დანამდვილებით იცი, თუ რომელი პროდუქტებია შენი ორგანიზმისთვის სარგებლის მომტანი და იმავდროულად მეტაბოლიზმის დამაჩქარებელი, ცხოვრება გაცილებით იოლი ხდება. დღევანდელ პოსტში იმ რამდენიმე პროდუქტის დასახელებას გაგაცნობთ, რომლებიც ნივთიერებათა ცვლასაც ააჩქარებენ და იმავდროულად კარგ გუნება განწყობაზეც დაგვაყენებენ. ამის ახსნა ერთ ჯადოსნურ ჰორმონ სეროტონინში მდგომარეობს, რომელიც ჩვენს ემოციებს, გუნებას, მადას მართავს და რომელსაც იმავდროულად ანთებისსაწინააღმდეგო და ანტისტრესული მოქმედებაც აქვს.
ოსპი - მასში შემავალი ამინო-მჟავა ტრიპტოფანი ხელს უწყობს ფსიქოემოციური მდგომარეობის დასტაბილურებას. ამას გარდა, ოსპი დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელი და გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის ფუნქციონირებაზე.
ხაჭო - ეს რძის პროდუქტი დადებითად მოქმედებს ჰიპოთალამუსში არსებულ ენერგიის გაცვლის ცენტრზე, შედეგად ორგანიზმის სასიცოცხლო ტონუსს ამაღლებს. ამიტომაც, ხაჭოს სისტემატური მოხმარებით შეგიძლიათ მხნე და სასიამოვნო განწყობის გამომუშავებას მაქსიმალურად შეუწყოთ ხელი.
არაპასტერიზებული ყველი - ასეთი ყველი ძალიან მნიშველოვან ამინო-მჟავებს - ტიროზინს და ტრიპტოფანს შეიცავს, რომლებსაც უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭებათ სეროტონინის გამომუშავების პროცესში.
ზღვის პროდუქტები - ვინაიდან ზღვის სხვადასხვა მაცხოვრებლები დიდი რაოდენობით ფოსფორს და ომეგა-3 ცხიმ-მჟავას შეიცავენ, ამდენად, მათთვის დამახასიათებელი ანტიოქსიდანტური მოქმედების წყალობით თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებენ.
ნუში - ჩემი საყვარელი თხილი, რომლის ერთ მარცვალში ვიტამინ B2-ის და E ვიტამინის, მაგნიუმის და თუთიის მაღალი შემადგენლობაა. ყველა ეს ნივთიერება კი, თავის მხრივ, ორგანიზმის გონებრივი ტონუსის შესანარჩუნებლადაა მნიშველოვანი და განწყობაზეც დადებითად აისახება.
შავი შოკოლადი - გარდა იმისა, რომ საოცრად გემრიელი და არომატულია, მას ერთი ფანტასტიური თვისებაც აქვს: შოკოლადის მოხმარებისთანავე, ჩვენი ორგანიზმი საპასუხო რეაქციის სახით, სეროტონინს გამოიმუშავებს, თანაც დიდი რაოდენობით. თუმცა, ზომიერების დაცვა მაინც არ იქნება ურიგო: დღიურად 30 გრამიან ულუფას მაინც ნუ აცდებით - ფიგურასაც მოფრთხილება სჭირდება.
დრეობით,
ანიკა