ბლოგი:
აპრილი 15, 2015
ავტორი Anika
საღამოს 7.00 საათის შემდეგ მაცივრის მიმდებარე ტერიტორია ხომ ფაქტიურად დანაღმულ სივრცედ ცხადდება: ჯანმრთელობას და ფორმებს ვინც უფრთხილდება, მისთვის გვიან საღამოს ჭამა მომაკვდინებელი ცოდვაა. თუმცა, საქმე არც ასე უიმედოდ ყოფილა მათთვის, ვინც მაინც გულგრილად ვერ ჩაუვლის მთვარის შუქით განათებულ მაცივარს და გემრიელად წახემსების ცდუნებასთან გამკვლავებაც მის ძალებს აღემატება. მოკლედ, შეგიძლიათ მოდუნდეთ და საწერი კალამი და ფურცელი მოიმარჯვოთ: ექიმი-დიეტოლოგები იმ პროდუქტების ჩამონათვალს გვიზიარებენ, რომელთა საღამოს საათებში მირთმევა სულაც არ არის საშიში და მავნებელი.
1. მაგრად მოხარშული კვერცხი - კვერცხი ცილის მაღალი შემცველობით, სასარგებლო ცხიმებით და დაბალი კალორიულობით გამოირჩევა: 100 გრ. კვერცხზე 158 კკალ.მოდის. მოხარშულ კვერცხს თუ დავჭრით, ცოტა სტაფილოს და ნიახურს მოვაყრით, შეგვიძლია საკმაოდ დაბალკალორიული და სასარგებლო სალათა მივიღოთ.
2. ჭარხალი - გასაგებია, რომ სმუსნაობამოძალებული მაცივარს რომ გამოაღებთ, ჭარხალი, ალბათ, უკანასკნელი რამაა, რის მირთმევასაც ისურვებდით, მაგრამ იქნებ იმის ცოდნამ მაინც გიშველოთ, რომ ჭარხალი დიდი რაოდენობით ბეტაინს შეიცავს, ბეტაინი კი ცხიმების ცვლის პროცესს არეგულირებს - ამ რაოდენობით ბეტაინი მხოლოდ ჭარხალში გვხვდება და არცერთ სხვა პროდუქტში. ცხიმების ცვლის რეგულირების გარდა, ბეტაინი საკვების მონელებას უწყობს ხელს.
3. ხაჭო - ხაჭო დიეტური და ჯანმრთელი კვების რაციონის მნიშვნელოვანი კომპონენტია. შიმშილმოძალებულს, საღამოს შეგიძლიათ ცოტა თაფლი მოასხათ, დარიჩინი მოაყაროთ და ისე მიირთვათ. გამოცდილი მაქვს და უგემრიელესია!
4. კვერცხის ცილისგან მომზადებული ომლეტი - ომლეტი ჩემი საუზმის უსაყვარლესი ვარიანტია, თუმცა საღამოს საათებში მისი მომზადება კვერცხის გულის გარეშე არის რეკომენდირებული: დაუმატეთ თქვენი საყვარელი სუნელები, მწვანილი და გემრიელად მიირთვით ისე, რომ წონაში მომატების არ შეგეშინდებათ.
5. მოცვი - ზოგადად, ნებისმიერ სახის კენკრაა ნებადართული საღამოს სუსნაობისთვის, თუმცა მოცვი მათ შორის ყველაზე მეტად არის რეკომენდირებული. გარდა იმისა, რომ საკმაოდ დაბაკლალორიულია (100 გრამზე 44 კკალ.), ასევე მდიდარია მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტებით, რომლებიც უჯრედების დონეზე დადებითაც მოქმედებენ ჩვენს ორგანიზმზე და იცავენ მას ავთვისებიანი ფორმირებებისგან.
6. გამომცხვარი ვაშლი - ვაშლი საჭმლის მომნელებელი სისტემის მოქმედებას არეგულირებს, დაბლა სწევს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს, ხოლო გამომცხვარი ვაშლი კი იდეალური ალტერნატივა შეიძლება იყოს გემრიელი დესერტისთვის. ვიღებთ ვაშლს, ვჭრით შუაზე, ვასუფთავებთ გულს, ვასხამთ ცოტა თაფლს, ვაყრით დარიჩინს, ვდგამთ მიკროტალღურ ღუმელში და უგემრიელესი დესერტიც მზადაა! სხვათაშორის გამომცხვარი ვაშლი მშვიდ ძილშიც გვეხმარება, ასე რომ აუცილებლად სცადეთ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა