წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

პროდუქტები, რომლებიც ცხიმების წვაში გვეხმარებიან

ბლოგი:
აპრილი 29, 2014
ავტორი Anika
იმისათვის, რომ წონაში დავიკლოთ ან ფორმა შევინარჩუნოთ, ფიზიკური აქტივობა ძალიან გვეხმარება. თუმცა, წონის დარეგულირებაში და ზედმეტი კილოგრამების მოცილებაში, ვარჯიშის გარდა, საკვები პროდუქტებიც მნიშვნელოვნად გვშველიან. დღევანდელ პოსტში იმ პროდუქტებზე მოგიყვებით, რომლებიც ცხიმების და ზედმეტი კალორიების წვას უწყობენ ხელს. თუმცა, ვიდრე ჩამონათვალზე გადავალთ, ერთი რამ გაითვალისწინეთ: ვერავითარი "ჯადოსნური" ძალიან მქოდე ხილი თუ ბოსტნეული ვერ გვიშველის, თუ მათ მიღებამდე ტკბილეულით და ცომეულით ვიჯერებთ გულს. ამ პროდუქტების მიღება უნდა მოხდეს გონივრულად, ისე რომ საკვები რაციონი დაბალანსებული იყოს.

დავიწყოთ ცილოვანი პროდუქტებით, სადაც საუკეთესო დამხმარეებს შორის ლობიო ლიდერობს. ამ მცენარეული ცილებით მდიდარი პროდუქტის გადასამუშავებლად ორგანიზმს დიდი ენერგიის დახარჯვა უწევს, ამ ენერგიას კი ორანიზმი თავისი "ცხიმების რეზერვუარიდან" იღებს. თუმცა ერთი რამ გასათვალისწინებელია - კონსერვირებული ლობია აქ ნამდვილად არ გამოგადგებათ. ლობიო შეგიძლიათ მიირთვათ ძირითადი კერძის ან გარნირის სახით.

მეორე სასარგებლო და იმავდროულად ცხიმების წვის დამხმარე პროდუქტი თევზია, თუმცა ისიც გონივრულად უნდა შევარჩიოთ - ექიმები რეკომენდაციას ზღვის ან ოკეანის თევზს უწევენ. მისი მომზადება კი გრილზე ან ღუმელში არის სასურველი. თანაც, თევზი საღამოს საათებშიც თამამად შეგიძლიათ მიირთვათ და არ ინერვიულოთ ზედმეტი კილოგრამების თუ გრამების დაგროვებაზე.

ბოსტნეულიდან ცხიმების წვისთვის საუკეთესო კომბოსტოა, კერძოდ კი მისი არაერთი სახეობდა: ჩვეულებრივი კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი ან ბრიუსელის კომბოსტო. კომბოსტო მდიდარის ვიტამინებით, ამინომჟავებით და მიკროელემენტებით, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მასში შემავალი უჯრედისია, რომელიც საჭმლის მონელებაში და ორგანიზმიდან შლაკების გამოტანაში გვეხმარება. კომბოსტოს კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს: მისი სასარგებლო თვისებების მაღალი ტემპერატურული დამუშავების შემდეგაც ნარჩუნდება. ასე რომ გასახდომად კომბოსტოსგან დამზადებული წვნიანიც გამოგადგებათ.

ბოსტნეულში ცხიმის წვისთვის სასარგებლო მეორე პროდუქტი კიტრია - ის ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნაში გვეხმარება, ეს კი მნიშვნელოვნად ამცირებს ცხიმოვანი უჯრედების მოცულობას.

ხილის კატეგორიიდან ამ მხრივ საუკეთესოა გრეიფრუტი და ანანასი. გრეიფრუტს რაც შეეხება, რეკომენდირებულია დღის განმავლობაში ნახევარი გრეიფრუტის ცოცხლად ან მისი წვენის მირთმევა. ანანასი კი ბრომელინით არის ცნობილი - ფერმენტით, რომელიც ცილების მონელებაში გვეხმარება. მიირთვით ანანასი ვახშამზე, არასდროს საუზმეზე და არ დაგავიწყდეთ მისი მიღების შემდეგ პირში წყლის გამოვლება: ანანანის წვენმა შესაძლოა კბილის ემალი დააზიანოს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა



მსგავსი ბლოგები