We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

პროდუქტები, რომლებიც დაღლილობას იწვევენ

_from blog_:
_June_ 10, 2017
_by_ Anika
რამდენჯერ ყოფილა, სამსახურიდან შესვენებაზე კაფეში გასული, დაღლილობის და სიმძიმის შეგრძნებით რომ დაბრუნებულხართ ოფისში. დაღლის ასეთ სწრაფ შეგრძნებას თავისი ახსნა აქვს: დიეტოლოგების თქმით, არებობს პროდუქტების კატეგორია, რომლებიც პირდაპირ აისახება ჩვენს პროდუქტიულობაზე. ამიტომაც, დღევანდელ პოსტში სწორედ ასეთ პროდუქტებს განვიხილავთ - გაითვალისწინეთ და მოინიშნეთ, თუ გსურთ სამუშაო დღის მეორე ნახევრმა ფუჭად არ ჩაიაროს.

1. ყავა. დილა უმეტესი ჩვენგანისთვის სწორედ არომატული ყავით იწყება, ვინაიდან ის გამოფხიზლებაში და ენერგიის აღდგენაში გვეხმარება. თუმცა, როგროც ირკვევა, ეს ყოველთვის ასე არ ხდება: დღის განმავლობაში ზომიერი ოდენობით მიღებული ყავა (საშუალოდ 2-3 ფინჯანი) ნამდვილად მასტიმულირებელ ეფექტს გვაძლებვს, ხოლო თუ ზედმეტად მოვინდომებთ და მეტი ოდენობით ყავას მივიღებთ, ასეთ შემთხვევაში დიდი ალბათობით, უკუეფექტი გვექნება და ყავა მოგვადუნებს და დაღლილობის შეგრძნებას მოგვგვრის. ამიტომაც, სადილის შემდეგ, თუ დამატებითი ენერგია გვესაჭიროება, შეგვიძლია ფინჯანი მწვანე ჩაი დავლიოთ.

2. ენერგეტიკული წასახემსებელი ბატონები. ისინი იდეალურია დიდი ოდენობით ენერგიის სწრაფად მისაღებად იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მომდევნო ერთი საათის გატარება სპორტდარბაზში გაქვთ დაგეგმილი. სხვა შემთხვევაში, ასეთი ენერგეტიკული სასუსნავოები დღის განმავლობაში "შიმშილის მოსაკლავად" ნადმვილად არ გამოგვადგება, ვინაიდან უცებ მიღებული დიდი ოდენობის კალორიები მოდუნების შეგრძნებას მოგვგვრის.

w470 (2)

3. გაზიანი სასმებელი და წვენები. გაზიანი სასმელების უარყოფითი მხარე ისაა, რომ ისინი დიდი ოდენობით შეიცავენ შაქარს და კოფეინს. ხილის წვენებშიც საკმაოდ დიდი ოდენობით ვხვდებით ხოლმე შაქარს და მინიმალური ოდენობით (თუ საერთოდ არის) სასარგებლო უჯრედისს. ამიტომაც, ასეთი სასმელები სისხლში გლუკოზის დონეს სწრაფად წევენ მაღლა და ენერგიას ძალიან მცირე დროით გვაძლევენ, ვიდრე შაქრის დონე მალევე დაბლა არ დაიწევს.

4. ტკბილი სასუსნავოები. სადილის შემდეგ ფინჯან ჩაისთან ან ყავასთან ერთად მირთმეული ორცხობილა ან კრემიანი ნამცხვარი მომენტალური ენერგიის ვარდნის გარანტიაა.

_OTHER BLOGPOSTS_