ბლოგი:
ოქტომბერი 02, 2014
ავტორი Anika
ცივი ზამთრისთვის, უღიმღამო და სუსხიანი ამინდებისთვის ბევრი ჩვენგანი ალბათ, მენტალურად ვემზადებით. თუმცა, მხოლოდ ფსიქოლოგიური სამზადისი საკმარისი არ არის: არანაკლებ მნიშვნელოვანია ორგანიზმი სათანადოდ მოვამზადოთ, ენერგიით მოვამარაგოთ, რომ არც დილით გაღვიძება და არსებობა გვეზარებოდეს, სავარჯიშოდაც ენერგიით სავსე წავიდეთ, შიმშილმაც არ შეგვაწუხოს და ზედმეტი კილოგრამების დაკლებაც არ გაგვიჭირდეს.
დავიწყოთ პარკოსნებით, ისეთით როგორიც მუქი ფერის ლობიო და ოსპია, რომლებიც განსაკუთრებული სახეობის უჯრედისით არიან მდიდარი და პრებიოტიკის როლს ასრულებენ - ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში, კუჭ-ნაწლავის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს, რაც საკვების მონელების და წონაში კლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. ექიმების რჩევით, პარკოსნების მომზადებისას, დაუმატეთ მას C ვიტამინის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტი - მაგ, პომიდორი ან რომელიმე ციტრუსი - ასე ორგანიზმი რკინას უფრო ეფექტურად აითვისებს.
შვრია - შვრია ხსნად უჯრედისს შეიცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის კარგად იწოვს წყალს, ქოლესტერინს და იმუნიტეტის გაძლიერებაში გვეხმარება. ამას გარდა, შვრია სისხლში გლუკოზის დონეს არეგულირებს. შეარჩიეთ სიმრთელე შენარჩუნებული, მინიმალურად დამუშავებული შვრია, მოაყარეთ ზემოდან თხილეული ან მიირთვით ის მაწონთან ერთად - ასე ცილების საჭირო ოდენობასაც მიიღებთ.
შემოდგომის ნობათს ალბათ, არაფერი ახასიათებს ისე კარგად, როგორც გოგრა/კვახი, რომლის ქერქიც მის შიგთავსზე არანაკლებ სასარგებლო ყოფილა - თხელკანიანი გოგრის შემთხვევაში, მიეძალეთ ქერქს. გოგრაში შემავალი უჯრედისი ორგანიზმს ენერგიას ზომიერად და გადანაწილებულად მიაწვდის და არა ისე, როგორც ეს ნახშირწყლებით მდიდარ საკვებს ახასიათებს.
ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, მოკლედ ჯვაროსანი ბოსტნეული, წონაში კლების საუკეთესო დამხმარეა და როგორც ექიმები ამბობენ, ორგანიზმს პოტენციური კანცეროგენებისგან გათავისუფლებაში ეხმარება. ეს ბოსტნეული ძალიან დაბალკალორიულია, დიდი ოდენობით წყალს და უჯრედისს შეიცავს, ღვიძლის დეტოქსიკაციას უწყობს ხელს და კარგად გვანაყრებს. და ბოლოს - ჯვაროსანი ბოსტნეული კოლაგენის გამომუშავებას უწყობს ხელს და არაჩვეულებრივია კანისთვის და თმისთვის.
მწვანე, თეთრი და ვულონგის (oolong tea) ჩაის სახეობები საუკეთესოა იმის გამო, რომ ისინი მინიმალურ დამუშავებას გადიან. ჩაის ეს სახეობები უამრავ კომპონენტს შეიცავენ, რომლებიც მეტაბოლიზმზე დადებით გავლენას ახდენენ. ამას გარდა, ისინი საკმაო რაოდენობით კოფეინსაც შეიცავენ და საკმარის მომაფხიზლებელ ეფექტსაც იძლევიან, თუმცა ყავასთან შედარებით ეს ეფექტი დაბალანსებული და ზომიერია.
წყალი, რომელიც ორგანიზმს წყლის ბალანსის შენარჩუნებაში ეხმარება და დღის განმავლობაში შიმშილის გრძნობასაც ანეიტრალებს. ხომ გახსოვთ, ორგანიზმი 70% წყლისგან რომ შედგება?! ამიტომაც, სათანადო დატენიანება და დღის განმავლობაში 2 ლიტრამდე წყლის მიღება უმნიშვნელოვანესი რამაა.