წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

პროდუქტები, რომლებიც ჯანმრთელი გულის შენარჩუნებაში გვეხმარებიან

ბლოგი:
იანვარი 26, 2015
ავტორი Anika
სილამაზე რომ ჯანმრთელობის გარეშე არაფერია, ამაში ყველანი დამეთანხმებით, ალბათ. ამიტომაც, თავის მოვლასთან და გალამაზებასთან ერთად, ანიკას ბლოგში ხშირად ისეთ თემებსაც ვეხებით, რომლებიც ჯანმრთელობასთან და კერძოდ, კი მის გაფრთხილებასთან არის დაკავშირებული. დღეს ექიმების მიერ შერჩეული იმ პროდუქტების ჩამონათვალი მინდა გაგიზიაროთ, რომლებიც არამხოლოდ ზოგადად არის სასარგებლო, არამედ კონკრეტულ შემთხვევაში, არტერიების გაწმენდას უწყობენ ხელს და შესაბამისად, გულის ჯანმრთელ ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ. მოდით, გავეცნოთ ამ პროდუქტების სიას:

1. ავოკადო - ტრადიციულ სენდვიჩზე მაიონეზის მოსხმის ნაცვლად, ავოკადოს თხელი ნაჭერი გადაუსვით, ან თუ ავოკადოს ასე ცოცხალი სახით მირთმევა გიჭირთ, მაშინ შეგიძლიათ ხილის ან ბოსტნეულის სმუზში ჩაამატოთ ნახევარი ავოკადო.

8978cereals

2. დაუმუშავებელი მარცვლეული - ასეთი მარცვლეული (მაგალითად, ყავისფერი ბრინჯი, შვრია) შეიცავს ხსნად უჯრედისს, რომელიც თქვენს საკვებში შემავალ ქოლესტერინს ბოჭავს და შემდეგ მას ორგანიზმიდან გამოდევნის. როცა მომავალში ორგანიზმს ქოლესტერინის გამოყენება დასჭირდება, ის ჩვენი სისხლის ქოლესტერინის მარაგს მიადგება, რაც შესაბამისად ჯამში სისხლში ქოლესტერინის დონეს ადაბლებს და გულის დაავადებების რისკს ამცირებს.

3. ზეითუნის ზეთი - ექიმები ზეითუნის ზეთის სისტემატურ გამოყენებას გვირჩევენ: მოასხით ცოტა ზეთი ბოსტნეულს, პასტას კერძს, სალათს და მიიღეთ მაქსიმალური სარგებელი ზეთში შემავალი მონო- და პოლიუჯერი ცხიმებისგან.

tree-nuts

4. თხილეული - ამ კატეგორიაში ნუში გამორჩეულად სასარგებლოა, ვინაიდან დიდი რაოდენობით ჯანმრთელ მონოუჯერ ცხიმებს, E  ვიტამინს და უჯრედისს შეიცავს. ნიგოზი კი თავის მხრივ, ომეგა-3 ცხიმ-მჟავების არაჩვეულებრივი მცენარეული წყაროა. კვლევების თანახმად, მონოუჯერი ცხიმები სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს ადაბლებენ და გულის დაავადებების და შეტების რისკს ამცირებენ.

5. ორაგული და სხვა ცხიმიანი თევზი - ცხიმიანი თევზი დიდი რაოდენობით შეიცავს ომეგა-3 ცხიმ-მჟავებს, რაც შესაბამისად დადებითაც აისახება ცუდი ქოლესტერინის შემცირებაზე. ექიმები თევზის კვირაში საშუალოდ ორჯერ მირთმევას გვირჩევენ.

6. სატაცური ექიმების მტკიცებით, არაჩვეულებრივი პროდუქტია არტერიების და სისხლძარღვების გასაჯანსაღებლად და სიცოცხლისთვის საშიში თრომბების წარმოშობის პრევენციისთვის.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა



მსგავსი ბლოგები