წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

პროდუქტები, რომლებიც კბილებს ვნებენ

ბლოგი:
ივნისი 24, 2015
ავტორი Anika
ბუნებრივად თეთრი, ქათქათა ემალი უკვე იშვიათობას წარმოადგენს. იმისათვის, რომ "ჰოლივუდური ღიმილის" ეფექტი მივიღოთ, საკმაო ძალისხმევაა საჭირო: ყოველდღიური სავალდებულო ჰიგიენის დაცვა, პერიოდულად კბილების წმენდა, გათეთრება. თუმცა, ეს ჩამონათვალი ამომწურავი არ არის: არსებობს პროდუქტები, რომლებსაც ყოველდღიურად ისე მივირთმევთ, რომ წარმოდგენაც კი არ გვაქვს კბილების ჯანმრთელობისთვის მათი მავნებლობის შესახებ. რეალურად, ამ პროდუქტების რაციონიდან საერთოდ ამიღება (გაზირებული სასმელის გამოკლებით) გონივრული გადაწყვეტილება ნამდვილად ვერ იქნება -  უბრალოდ, შევეცადოთ მათი რაოდენობა და მიღების სიხშირე ვაკონტროლოთ.

ციტრუსები - ისინი კბილებს მოყვითალო ფერს აძლევენ, რომელიც კბილის პასტა-ჯაგრისის მეშვეობით არ სცილდება ემალს. ამ შემთხვევაში, მხოლოდ სტომატოლოგთან ჩატარებული პროფესიონალური პროცედურა თუ გვიშველის. ვინაიდან ციტრუსები მდიდარია ვიტამინებით და ორგანიზმისთვის უამრავი სარგებელი მოაქვთ, ამდენად მათზე უარის თქმა ნამდვილად არ ღირს - უნდა შევეცადოთ, დიდი რაოდენობით არ მივირთვათ - ციტრუსებში შემავალი მჟავა კბილის ემალს აზიანს და მას მოყვითალო ფერს ანიჭებს.

665@495@c1b49bf7e69e662338d0f78c77a40289-YTQ2NTM4MzQ0Yw

გაზიანი სასმელი - ტკბილი გაზიანი სასმელი არანაკლებ მავნებელია, ვიდრე საკონდიტრო ნაწარმი და კანფეტები. ასეთი სასმელი ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს, რომლებიც მავნე მჟავებს გამოყოფენ და ემალის გაყვითლებას უწყობენ ხელს. ამას გარდა, გაზიანი სასმელი კარიესის გაჩენის პროვოცირებას ახდენს და დენტინს აზიანებს.

ჩაი - ყავა რომ კბილებზე ნადებს აჩენს, ეს ყველამ ვიცოდით, თუმცა როგორც ირკვევა, ყავას არც შავი ჩაი ჩამოუვარდება, განსაკუთრებით კი შედარებით იაფფასიანი, პაკეტის ჩაი. როგორც მეცნიერები ამბობენ, ასეთი ჩაი დიდი ოდენობით ფტორიდს შეიცავს, რომელიც კბილების სხვადასხვა ტიპის დაავადებების პროვიცირების მიზეზი შეიძლება გახდეს. მართალია, ეს მიკროელემენტი ორგანიზმისთვის აუცილებელია, თუმცა მისი გადამეტებულად მიღება ნამდვილად არ არის სასურველი. სპეციალისტები გვირჩევენ, დღის განმავლობაში 4 ფინჯან ჩაიზე მეტი არ მივიღოთ და არ შევიძინოთ მდარე ხარისხის, იაფფასიანი შავი ჩაი.

665@495@318c14d1ed9036fa02f8ccb853b6181a-ZDMzZDEzOGQ4OQ

მოცვი, მაყვალი, მოცხარი, ალუბალი - ამ კატეგორიასთან მე ჩემი აზრი გამაჩნია და რაოდენ მავნებელიც არ უნდა იყოს ის კბილებისთვის, იმ უდიდესი სარგებლის გათვალისწინებით, რაც ამ კენკრებს მოაქვს ჩვენი ორგანიზმისთვის (განსაკუთრებით კი მოცვს, რომელიც ანტიოქსიდანტების შემცველობით ჩემპიონია!) , ვერასდროს ვიტყვი მათზე უარს. თუმცა, ზომიერების ფარგლებში მოქცევა ამ ყველაფრის ალბათ, შესაძლებელია.

და ბოლოს, წითელი ღვინო, რომელიც კბილის ემალს მონაცრისფრო ნადებს მატებს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები