We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

პროდუქტები, რომლებიც მალულად შეიცავენ შაქარს

_from blog_:
_June_ 08, 2017
_by_ Anika
როცა საქმე ტკბილეულს და საკონდიტრო ნაწარმს ეხება, ყველამ კარგად ვიცით, რომ საქმე დიდი ოდენობთ შაქართან და ჭარბ კალორიებთან გვაქვს. თუმცა, ხშირად არის, რომ წარმოდგენაც არ გვაქვს ისე მივირთმევთ შაქრით გაჯერებულ საკვებს - ერთი შეხედვით უმტკივნეულო, მაგრამ ფარულად საფრთხის შემცველ შაქარს. დღევანდელ პოსტში დიეტოლოგების რჩევებს გაგიზიარებთ, რომლებიც ასეთი "შეფარული" პროდუქტების ამოცნობაში დაგეხმარებათ.

1. ხორცის ნახევარფაბრიკატები - გადაუმუშავებელი ხორცი მხოლოდ ცილისა და ცხიმისგან შედგება, მზა ხორცის პროდუქტებში კი, როგორიცაა სოსისი, ძეხვი, კოტლეტი - ხშირად ამატებენ ნახშირწყლებს, საუკეთესო ვარიანტში სახამებელს ან ფქვილს, ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი - შაქარს. ამიტომაც, ყურადღება უნდა მივაქციოთ პროდუქციის ეტიკეტზე არსებულ წარწერებს - საქაროზა, გლუკოზა, ფრუქტოზა, მალტოზა, დექსტროზა, გალაქტოზა - ეს ყველა შაქრის აღმნიშვნელი სიტყვებია, როგორც დიეტოლოგები განმარტავენ.

2. სუპერმარკეტში ნაყიდი მზა სოუსები - აქ საუბარია არა მაიონეზზე, კეტჩუპსა და მდოგვზე, არამედ ერთი შეხედვით დახვეწილ სოუსებზე. სხვადასხვა ტიპის სოუსების ეტიკეტზე მითითებულ შემადგენლობას თუ გადაიკითხავთ, მიხვდებით, რომ ნებისმიერი მათგანი შეიცავს შაქარს.

3. უცხიმო პროდუქტები - დიეტოლოგების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ცხიმგამოცლილი პროდუქტების მირთმევით, ჩვენ რეალურად ორგანიზმს ზიანს ვაყენებთ, ვინაიდან ასეთი საკვები არ შეიცავს ჩვენი უჯრედების მემბრანებისთვის მნიშვნელოვან სამშენებლო მასალას - ცხიმს. ამას გარდა, ირღვევა ჰორმონის გამომუშავება, რომელიც სტრესთან გამკლავებაში გვეხმარება. თუმცა, ამას გარდა არსებობს კიდევ ერთი საფრთხე: ცხიმი პროდუქტის გემოს განსაზღვრავს. ზედმეტი შაქარი უცხიმო პროდუქტებში სწორედ იმის გამო ემატება, რომ ცხიმის არარსებობით გამოწვეული გემო შეცვალოს. თუმცა, როგორც ამბობენ, გამონაკლისი ამ შემთხვევაში უცხიმო რძე და რძის პროდუქტებია.

4. მზა საუზმე - ზოგადად, დღის ნახშირწყლებით მდიდარი საუზმით დაწყება ბევრი დიეტოლოგის აზრით, ვერ არის კარგი არჩევანი.

_OTHER BLOGPOSTS_