ბლოგი:
მარტი 02, 2015
ავტორი Anika
თვალები რომ დახუჭოთ და იდეალური, თუნდაც რომატიული საუზმე რომ წარმოიდგინოთ, როგორი იქნებოდა: ახლადგამოწურული ფორთოხლის ფრეში და არომატული შავი ყავა თქვენი საუზმის ლანგარზე სავალდებულო წესით იქნებოდა მოთავსებული. აი, ნუტრიციოლოგები კი ამბობენ, რომ არც ფორთოხალი და არც ყავა უზმოზე არ უნდა მივირთვათ, რატომ ამას ქვემოთ მოგახსენებთ სხვა უზმოზე მისართმევად აკრძალულ პროდუქტებთან ერთად.
სწრაფი საუზმე - სწრაფად ხსნადი ფაფები და ფანტელები (ე.წ. ხლოპიები), მათი მომზადების პრაქტიკულობის მიუხედავად, სჯობს უფრო ჯანსაღი პროდუქტებით ჩაანაცვლოთ: ისინი დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს შეიცავენ, ამდენად სისხლში შაქრის დონეს უცებ სწევენ მაღლა, რასაც მისი შესაბამისი სწრაფი დაბლა დაწევა და ძლიერი შიმშილის გრძნობა მოყვება.
ყავა - რაოდენ წარმოუდგენელიც არ უნდა იყოს დილა უზმოდ მირთმეული ფინჯანი შავი ყავის გარეშე, სწორედ ამას გვირჩევენ ექიმები. მათი მტკიცებით, ყავა მხოლოდ საუზმის შემდეგ შეგვიძლია დავლიოთ: როგორც ირკვევა, კოფეინი კუჭის წვენის გამოყოფას აძლიერებს, ეს უკანასკნელი კი კუჭში საჭმლის არარსებობისას კუჭის ლორწოვან გარსს აზიანებს და შესაძლოა გასტრიტი გამოიწვიოს.
ცივი და გაზიანი სასმელი - ასეთი სასმელები კუჭის ლორწოვან გარსს აღიზიანებენ და კუჭის სისხლძარღვებს ავიწროვებენ, რითიც ადგილობრივად სისხლის მიმოქცევა უარესდება და საჭმლის მონელება ძნელდება. ამიტომაც, დილით წყურვილის გრძნობით თუ გეგიღვიძებათ, სჯობს არჩევანი ჩვეულებრივ წყალზე შეაჩეროთ.
შაქრის შემცველი პროდუქტები - უზმოზე მირთმეული შოკოლადიანი კრუასანი ან კრემიანი ფუნთუშა ძალიან მადისაღმძვრელად კი ჟღერს, მაგრამ როგორც ირკვევა, ცარიელ კუჭში მოხვედრილი შაქარი კუჭქვეშა ჯირკვალს აღიზიანებს, რომელიც მომენტალურად იწყებს ინსულინის გამომუშავებას. ამ ყველაფრის შედეგად სისხლში სწრაფად ეცემა შაქრის დონე, რის გამოც შესაძლოა დაღლილობა და უგუნებობა ვიგრძნოთ.
ციტრუსები - დასასვენებლად მყოფს დილით, სასტუმროს ნომერში ვერცხლისფერ ლამაზ ლანგარზე კოხტად მოთავსებულ ფორთოხლის ფრეშს რომ მოგართმევენ, ეს სცენა ნუტრიციოლოგების თქმით, სჯობს ისევ კინოკადრად დარჩეს და ცხოვრებაში არ განახორციელოთ. ციტრუსები დიდი რაოდენობით მჟავას შეიცავენ, რის გამოც ცარიელ კუჭში მოხვედრისთანავე იწვევენ კუჭის წვას. ამ დროს, ასევე იზრდება გასტრიტის, წყლულის და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა დაავადებების განვითარების რისკი.
მსხალი და ბანანი - მსხალი მასში შემავალი უხეში უჯრედისის გამო ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელი ორგანიზმისთვის ძალიან მძიმე მოსანელებელი პროდუქტი ყოფილა. ბანანში მაგნიუმის და კალციუმის მაღალმა შემცველობამ კი ექიმების თქმით, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს გულ-სისხლძარღვოვან სისტემაზე და დაარღვიოს ორგანიზმში კალციუმის და მაგნიუმის ბალანსი, რაც მნიშვნელოვანია არტერიული ჰიპერტონიის და დეპრესიული მდგომარეობის პროფილაქტიკისთვის.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა