We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

პროდუქტები, რომლებიც წონაში დაკლებაში გვეხმარებიან

_from blog_:
_January_ 05, 2013
_by_ Anika
ხომ იცით, რომ შიმშილის და ექსტრემალური დიეტების მომხრე არასდროს ვყოფილვარ. ყოველთვის ზომიერი და  ჯანმრთელი “საქციელის” მოყვარული ვიყავი. ამ განწყობას ვაგრძელებ და დღევანდელ პოსტში რამდენიმე ისეთ საკვებ პროდუქტს შემოგთავაზებთ, რომლებიც წონაში დაკლებაში დაგვეხმარება.

ქათმის ხორცი, თევზი და მარცვლეული - ქალები, რომლებიც ყოველდღიურად 120 გრამ პროტეინს (ცილას) იღებდნენ და რეგულარულად ვარჯიშობდნენ, ოთხი თვის მანძილზე საშუალოდ 10 კილოგრამს იკლებდნენ, რაც 3 კილოგრამით მეტი იყო, ვიდრე ნახშირწყლებით მდიდარი დიეტის მიმდევარი ქალების მიერ დაკლებული წონა. გარდა ამისა, ცილებით მდიდარი დიეტის შემთხვევაში, ქალებს მუცლის არეში გაცილებით დიდი კლება შეენიშნებოდათ, როგორც ამას Journal of Nutrition-ის მიერ ჩატარებული კვლევა ადასტურებს.

კვლევის მონაცემები ნამდვილად ინსპირაციულია, თუმცა საინტერესოა, მაინც როგორ გვეხმარება ცილებით მდიდარი კვების რეჟიმი წონაში დაკლებაში, რა არის მისი “დამრტყმელი ძალა”?!



ამ კითხვაზე ნუტრიციოლოგებს შესაბამისი განმარტება აქვთ. როგორც ისინი ამბობენ, სხეულს გაცილებით დიდი შრომა და ძალისხმევა სჭირდება ცილების მოსანალებლად - ორგანიზმი ამ დროს საგრძნობლად მეტ ენერგიას და კალორიებს ხარჯავს, ვიდრე ნახშირწყლების და ცხიმების გადასამუშავებლად. გარდა ამისა, ცილოვანი საკვების წყალობით ჩვენ უფრო დიდი ხნით ვგრძნობთ თავს დანაყრებულად და შიმშილის გრძნობაც უფრო მეტ ხანს არ გვიჩნდება.

კვერცხი - კვლევების თანახმად, დღის ერბოკვერცხით დაწყება ხელს უწყობს წონაში კლების პროცესს. ისინი, ვინც დიეტის დროს საუზმედ ორი კვერცხის ომლეტს და ორ ნაჭერ თეთრი პურის გახუხულ პურს (ე.წ. ტოუსტი) მიირთმევდნენ, უფრო მეტად დაიკლეს წონაში, ვიდრე ნახშირწყლებით გაჯერებული საუზმის (ერთი ბეიგელი, ერთი სუფრის კოვზი მდნარი ყველი და ერთი ულუფა იოგურტი) მქონე ადამიანებმა. ამასთან, კვერცხის-საუზმის კატეგორიამ 83%-ით უფრო მეტად შეძლო წელის გარშემოწერილობის შემცირება, ვიდრე ბეიგელის-საუზმის კატეგორიამ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_