წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

პროდუქტები სიმსივნის პრევენციისთვის

ბლოგი:
სექტემბერი 08, 2015
ავტორი Anika
მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მეცნიერები და ონკოლოგები წლებია უკვე უამრავ კვლევას ატარებენ საიმისოდ, რომ საუკეთესო ბუნებრივი კომპონენტები გამოავლინონ, რომლებც სიმსივნის განვითარების პრევენციას ახდენს. დღევანდელ პოსტში აეთი პროდუქტების სიას გაგცნობთ.

ავოკადო - ის დიდი რაოდენობით გლუტატიონს შეიცავს, რომელიც უძლიერესი ანტიოქსიდანტია და ეფექტურად ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, რითიც სიმსივნით დაავადების რისკს ამცირებს.

399x600_1_1ee80413e35d2997c830b07fe8f28490@3410x5125_0xd42ee437_17519556291434450577

პომიდორი - კვლევების საფუძველზე ექიმები აცხადებენ, რომ პომიდვრით და მისი გამოყენებით მომზადებული კერძებით მდიდარი რაციონი ფილტვის, პროსტატის და მსხვილი ნაწლავის სიმსივნის განვითრების რისკს. პომიდორში შემავალი ლიკოპენი (რაც ბოსტნეულს წითელ შეფერილობას აძლევს) ძლიერეი ანტიოქსიდანტია, ყველაზე დიდი რადენობით კი ის ჩერის ჯიშის პომიდორშია.

ბროკოლი - ბროკოლის კომბოსტო ერთ-ერთი საუკეთესო ბუნბებრივი პროდუქტია მკერდის სიმსივნის პრევენციისთვის. ბროკოლი შეიცავს ნივთიერება სულფორაფანს, რომელიც ექიმების თქმით, სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებს (ეს ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგად დაასკვნეს). ეს ნივთიერება იმუნური სისტემის სტიმულირებას ახდენს, რომელიც თავად იწყებს სიმსივნის წინააღმდეგ ბრძოლას. ბროკოლის მსგავსად სასარგებლოა ასევე ბრიუსელის კომბოსტოც, რომელიც მდიდარია უჯრედისით, უჯრედისის დიდი რაოდენობა კი ეფექტურია კუჭის და მსხვილი ნაწლავის სიმსივნეების განვითარების პრევენციაში.

400x600_1_f4a0d51204e541c00ff809fafd08b918@3744x5616_0xd42ee437_10225792021434451205

სტაფილო  - კვლევების თანახმად, სტაფილოს რეგულარული გამოყენება შესაძლოა დადებითად აისახოს სიმსივნის თავიდან აცილებაზე: სტაფილოში შემავალი კაროტინოიდები, როგორც წერენ, ყელის, ნაწლავის, შარდის ბუშტის და პროსტატის სიმსივნეების განვითარებას აფერხებენ.

ჭარხალი - ის ანტოციანინს შეიცავს, რომელიც სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებს. გსმენიათ ალბათ, უმი ჭარხალი და მისი წვენი ერთ-ერთი საუკეთესო სიმსივნის საწინააღმდეგო ბუნებრივ საშუალებად რომ ითვლება.

ისპანახი - ერთ-ერთ ყველაზე ჯანმრთელ პროდუქტად ითვლება, ვინაიდან არამხოლოდ სიმსივნესთან ბრძოლაში, არამედ მისი გაჩენის პრევეციაშიც ეფექტურად გამოიყენება. ზოგადად, ყველა სახის ხილი და ბოსტნეული გარკვეული რაოდენობით შეიცავს ფიტოკარატინოიდებს და ანტიოქსიდანტებს, უბრალოდ მუქი შეფერილობის ხილ-ბოსტნეულში ისინი გაცილებით დიდი ოდენობითაა. თუმცა, ერთი რამ გასათვალისწინებელია: ეს სასარგებლო ნივთიერებები თერმული დამუშავების შედეგად ნადგურდებიან, ამიტომაც, მათი მირთმევა უმად არის რეკომენდირებული.

426x600_1_6c2f10724237e907e3698b4c48286532@3524x4961_0xd42ee437_17325935661434459079

ატამი - ეს ხილი განსაკუთრებით სასარგებლო მკერდის კიბოს პრევენციისთვის ყოფილა. როგორც მეცნიერები წერენ, ატმის ექსტრაქტს სიმსივნური უჯრედების მოსპობა შეუძლია და იმავდროულად შეიცავს ნივთიერებას (იგივეს რასაც ნუში), რომლითაც თავის ტვინის სიმსივნის განვითარების ხელშეშლაა შესაძებელი.

ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, სასარგებლო პროდუქტებად მიიჩნევა ასევე ციტრუსები, ბროწეული, ყურძენი, ჟოლო, პაპაია, ვაშლი, მარწყვი, ბულგარული წიწაკა, სოკო, შავი შოკოლადი, ზეითუნის ზეთი, მზესუმზირას მარცვალი, მწვანე ჩაი.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

ანიკა

მსგავსი ბლოგები