წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

პროდუქტების მიმოხილვა: სახის კანის მატონიზირებელი საშუალებები

ბლოგი:
მაისი 13, 2015
ავტორი Anika
არ ვიცი, რამდენი თქვენგანი მოიხმარს მატონიზირებელ სითხეს (იგივე "ტონიკი"), მაგრამ ერთი რამ დაზუსტებით ვიცი: ტონიკი, ისევე როგორც სახის დასაბანი/გასაწმენდი საშუალება, კანის მოვლის ყოველდღიური რიტუალის აუცილებელი კომპონენტია. ის აცილებს მაკიაჟის ნარჩენებს, აბალანსებს უხეში წყლის მოქმედებას და კანს საცხის წასასმელად ამზადებს.

მატონიზირებელი სითხე კანის ტიპის მიხედვით უნდა შევარჩიოთ: თუ კომბინირებული და ცხიმიანი კანი გაქვთ, მაშინ თქვენთვის იდეალური იქნება გლუვი ეფექტის მომცემი ტონიკი (mattifying toner),  რომელი ფორებს ავიწროვებს და სიწითლის გაჩენის პრევენციას ახდენს, ხოლო თუ მშრალი კანი გაქვთ, ასეთ შემთხვევაში კანს დამარბილებელი ტონიკი მოუხდება, რომელიც მას დაატენიანებს და დაამშვიდებს. მოდით, ახლა კონკრეტული პროდუქტები შევათვალიეროთ.



225x552_Quality97_66f9bdb2d36e5eac9525ce276f2d7ce2

Lotion Confort, Precision, Chanel - ეს მსუბუქი, დამამშვიდებელი ლოსიონი კანის გაწმენდის პროცესს ასრულებს; არ შეიცავს სპირტს; ატენიანებს კანს და კომფორტის შეგრძნებას მოგგვრით.

225x493_Quality97_88cd31285b081817631195ac55bcfa1b

N Balancing Softener N Benefiance, Shiseido - ლოსიონი არ შეიცავს სპირტს; მასში შემავალი ბიოჰიალურონის კომპლექსის წყალობით არაჩვეულებრივად ატენიანებს და არბილებს კანს (სასაჩუქრე ტესტერი მქონდა, ვიყენებდი და მართლაც ძალიან კარგია), კანის ზედაპირს აცილებს მკვდარ უჯრედებს და ხელს უწყობს კანის მიერ ტენიანობის ხანგრძლივად შენარჩუნებას.

225x300_Quality97_899e60d139dfe3cffdb72f8edfc0290b

Grapefruit Toning Lotion, Sisley - მცირე რაოდენობით სპირტის შემცველი გრეიფრუტის ლოსიონი ცხიმიანი/კომბინირებული კანისთვისაა განკუთვნილი. ის ავიწროვებს ფორებს, აცოცხლებს ეპიდერმისს და საგრძნობლად აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. უნდა წავისვათ ბამბის ტამპონით დილით და საღამოს, მაკიაჟის მოცილების ან ნიაღაბის ჩამობანის შემდეგ.

196x600_Quality97_cb9f4454b21a66127561dcb0a25431b0

Lotion Tendre Tonifiante, Dior - ხავერდოვანი პიონის ექსტრაქტზე დამზადებული ლოსიონი მშრალი და მგრძნობიარე კანისთვისაა შექმნილი. ის იდეალურად ასუფთავებს კანს, მას სიმსუბუქის, დატენიანების და კომფორტის შეგრძნებას ანიჭებს.

225x505_Quality97_d771d265d8f471a9706bbcee2ea48d92

Angelica Face Toner, L'Occitane - ანგელიკას მცენარის ეთერზეთზე და ყვავილის წყალზე დამზადებული ეს მსუბუქი დამატენიანებელი ტონიკი ნებისმიერი ტიპის სახის კანისთვის არის განკუთვნილი. მისი გამოყენების ხარჯზე კანის უჯრედების დატენიანების ხარისხი 39%-ით მატულობს და იმავდროულად იზრდება კანის მოვლის სხვა საშუალებების ეფექტიანობაც. ის არ შეიცავს სპირტს და არის არაკომედოგენური - ანუ არ ხურავს ფორებს და კანს მაქსიმალურად სუნთქვის შესაძლებლობას აძლევს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები