ბლოგი:
მარტი 15, 2015
ავტორი Anika
მოკლედ, არ აქვს მნიშვნელობა გამოცდილი მორბენალი ხართ თუ არა, დღევანდელ პოსტში ანიკას ბლოგის მკითხველები სირბილს ვიწყებთ და ყველანი 3 მაისს კახეთში, ლოპოტას ხეობაში დაგეგმილ Wings for Life მსოფლიო რბენისთვის ვემზადებით. წელს "ბაკურიანი" ამ ღონისძიების პარტნიორია და ამიტომაც, ძალიან მოხარულები ვიქნებით, თუ ანიკას ბლოგის მკითხველებიდან მაქსიმალურად ბევრი ადამიანი შეუერთდება ამ საქველმოქმედო რბენას. ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, ყოველკვირეულად, დაგეხმარებით სამზადისში და პროფესიონალების რჩევებს გაგიზიარებთ , თუ როგორ ვირბინოთ გამართულად, ორგანიზმისთვის მინიმალური ზიანის და მაქსიმალური სარგებელის მისაღებად. დღევანდელ პოსტში სეულის ოლიმპიური თამაშების პრიზიორის მაია აზარაშვილის რეკომენდაციებს გაგიზიარებთ იმასთან დაკავშირებით, თუ რას უნდა მიაქციოს ყურადღება დამწყებმა მორბენალმა.
სარბენი ფეხსაცმელი
სირბილში მთავარ როლს ასრულებს კარგად მორგებული სარბენი ფეხსაცმელი. ფეხსაცმელი უნდა იყოს მსუბუქი, ჰაერის გამტარობის უნარით, ძირის უკანა ნაწილი წინა ნაწილზე ოდნავ ამაღლებული. სწორი ზომის შერჩევისთვის სასურველია ფეხსაცმელი შეიძინო დღის ბოლოს, როცა ფეხები ოდნავ შეშუპებულია. ფეხსაცმელთან ერთად მნიშვნელოვანია ტანზე კარგად მორგებული სპორტული ტანსაცმელი ჰაერგამტარობის ფაქტურით.
სავარჯიშო გეგმა
დამწყებმა მორბენალმა პირველ დღეს არ უნდა დაისახოს ზედმეტი მიზნები. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც იწყებენ ვარჯიშს სწრაფი სირბილით, ხშირ შემთხვევაში სირბილს თავს ანებებენ და მის მიმართ შიში უჩნდებათ. მაღალი ტემპით ვარჯიშის დაწყება ნაკლებად ეფექტურია. შენი მთავარი მიზანი უნდა იყოს არა ტემპი, არამედ ინტენსიურობა. შედეგის მისაღებად კვირაში არანაკლებ 3 ჯერ 30 წთ სირბილი აუცილებელია, დროთა განმავლობაში მოუმატე დროსაც და ტემპსაც. ტემპი ისეთი უნდა შეარჩიო, რომ დამთავრების შემდეგ საუბრის თავი გქონდეს და შინ ქანცგაწყვეტილი არ დაბრუნდე. თუ თავიდან 30 წთ სირბილი გაგიჭირდა, გადადი სწრაფ სიარულზე და ისევ სირბილზე, ოღონდ ნუ შეჩერდები, გაითვალისწინე აქ მთავარია ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვა. სირბილის დროს უნდა დაისახო სიამოვნების მინიჭება და არა ვალდებულება, დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი გადავა სასიამოვნო ჩვევაში.
სირბილის ტექნიკა
სირბილის დროს ნაბიჯი უნდა იყოს ბუნებრივად ზომიერი, ნიადაგს ეხები ქუსლით და გადადიხარ ტერფის წინა ნაწილზე, რაც მსუბუქი ანარეკლით მთავრდება; ხელები ოდნავ მოხრილი, დაძაბვის გარეშე მოძრაობენ წინ და უკან, მხრები მოშვებული, წელში გამართული და თავი სწორედ, სუნთქვა კი თანაბარი. ტრავმის თავიდან ასაცილებლად სირბილი უნდა დავამთავროთ მსუბუქი გაწელვებით.
ეფექტი
გარდა გამძლეობის გაუმჯობესებისა, სირბილის დროს ორგანიზმში იწვება ცხიმები, მხოლოდ აუცილებელია ვარჯიშთან ერთად შესაბამისი კვება. რაციონში ხორცი, ცხიმოვანი საკვები და ცომი უნდა ჩაანაცვლო- ბოსტნეულით, ფრინველის ხორცით და თევზით. დღეში 2-3 ლიტრი წყალი დააგირეგულირებს ნივთიერებათა ცვლას.
სასიამოვნო რბენას გისურვებთ!
ანიკა