ბლოგი:
ოქტომბერი 30, 2012
ავტორი Anika
გუშინ ჩემი ერთი მეგობარი ფეისბუქზე წერდა, ლიმნიანი ჩაის დრო დადგაო. ზუსტი შეფასება იყო - მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბერი მოულოდნელად სასიამოვნო აღმოჩნდა (ამინდის კუთხით, ვგულისხმობ), ამ მზიან ამინდებში იმუნიტეტის დაქვეითების და გაციების შანსები საკმაოდ მაღალია. ამიტომაც ვიწყებთ ხოლმე, ამ დროს, საჭირო არსენალის მომარაგებას, იმუნიტეტის გაძლიერების მიზნით.
ლიმნიან ჩაის არაფერს ვუწუნებ - სასიამოვნო დასალევიც არის და C ვიტანიმის სინაკლებესაც არ უჩივის. თუმცა, თუ C ვიტამინზე და იმუნიტეტის გაძლიერებაზე ავიღებთ ორიენტირს, მაშინ ქაცვს ალბათ ცოტა თუ გაეჯიბრება.
ქაცვი იგივე “ობლეპიხაა”, ჩვენში ამ სახელით უფრო იცნობენ. ხშირტოტებიანი ბუჩქოვანი მცენარეა და საქართველოს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ ნაწილშიც იზრდება. მომჟავო გემო აქვს და მდიდარია ვიტამინებით (C, B1, B2, B5, E ვიტამინები და კაროტინები).
ქაცვის ზეთი თუ გინახავთ?! მოწითალო-ნარინჯისფერი ბლანტი სითხეა და დიდი რაოდენობით ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს შეიცავს. იმის ზედმიწევნით ჩამოთვლა, თუ რაში გამოიყენება ეს “ჯადოსნური” ზეთი, ძალიან შორს წაგვიყვანს, ამიტომაც მოკლედ გეტყვით, რომ სხვა დანარჩენთან ერთად, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს.
ქაცვის ზეთის გარდა, მისი ფოთლებიც აქტიურად გამოიყენება C ვიტამინის მარაგის აღსადგენად. მომზადების წესს ახლავე მოგახსენებთ: 3 სუფრის კოვზ ნაყოფს დაასხით 0.5 ლ ცხელი წყალი, ადუღეთ 10 წუთი ნელ ცეცხლზე, გადაწურეთ, დაუმატეთი თაფლი გემოვნებით და დალიეთ ჩაის სახით დღის განმავლობაში 2-3 ჭიქა. ექიმები აზუსტებენ, რომ მისი მიღება დილით უზმოზეც არის შესაძლებელი. ჩემი აპრობირებული პრაქტიკით გირჩევთ, რომ გახეხელი და შაქართან ერთად (ან უშაქროდ) შენახული ქაცვის ნაყოფი შემოინახოთ და ცივ სეზონზე არომატული და ჯანმრთელი ჩაი გარანტირებული გექნებათ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა