We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

ქეით ჰადსონის ფიტნეს ფორმულა

_from blog_:
_March_ 18, 2017
_by_ Anika
ცოტა ხნის წინ ცნობილი ამერიკელი მსახიობის ქეით ჰადსონის წიგნი გამოვიდა გაყიდვაში, რომელიც ცხოვრების წესს ეხება: ნორმალურ ცხოვრების წესს და არა მაინცდამაინც ჯანსაღი საკვებსა და დროში გაწერილ ვარჯიშებს. მსახიობი სპორტზე, დიეტასა და კვებაზე საუბრობს როგორც საშუალო სტატისტიკური ადამიანი და მკითხველს იმაში უტყდება, რომ მისი ყოველი დილა ზედმიწევნით საუზმით არ იწყება და ხანდახან არაჯანსაღ საკვებსაც იღებს. "უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს", ამტკიცებს ჰადსონი, "წლების განმავლობაში საკუთარი ორგანიზმის მოსმენა ვისწავლე. ყურს ვუგდებ მის საჭიროებებს და ვიცი, რაც უნდა გავაკეთო საიმისოდ, რომ თავი უკეთ ვიგრძნო.

როგორც თავის წიგნში აღწერს, ჰადსონი დღის განმავლობაში 5-ჯერ იღებს საკვებს, ზომიერი ულუფებით: მცენარეული საკვები, ხილი, ბოსტნეული. ყველაზე დიდი გამოწვევა მისთვის საუზმეა, ვინაიდან, როგორც თავად ამბობს, გაღვიძების შემდეგ, შიმშილის გრძნობა საერთოდ არ აწუხებს და შესაბამისად, დილით კვება მისთვის ერთვარი ძალდატანებაა. თუმცა, მსახიობი იმასაც აღიარებს, რომ ნოყიერი საუზმის შემდეგ, დღის განმავლობაში გაცილებით ნაკლებად შივდება და შესაბამისად, ნაკლებ საკვებსაც იღებს. კვირაში ერთხელ კი, საკუთარ თავს ჯანსაღ კვებაზე ფიქრისგან ათავისუფლებს და რესტორანში იმას მიირთმევს, რაც იმ მომენტისთვის სიამოვნებას ანიჭებს და სურს.

მსახიობის თქმით, ვარჯიშისთვის მას დილის მონაკვეთი აქვს გამოყოფილი, უპირატესობას კი პილატესს ანიჭებს. ჰადსონის თქმით, ფიზიკური დატვირთვის არცერთ სახეობას არ აქვს მის სხეულზე და განწყობაზე ისეთი გავლენა, როგორიც პილატესს.

რა უპირატესობა აქვს პილატესს სხვა აქტივობებთან შედარებით?

- ათლეტმა ჯოზეფ პილატესმა ვარჯიშების ეს ციკლი სამკურნალო გიმნასტიკის სახით მოიგონა, ამიტომაც პილატესის ვარჯიში ნებისმიერს შეუძლია, ზურგის ტკივილის მქონე ადამიანებისთვის კი ის ექიმების მიერ პირდაპირ არის რეკომენდებული.

- ხალიჩაზე ან პილატესის რეფორმერზე (საგანგებოდ პილატესისთვის განკუთვნილი ტრენაჟორი) ვარჯიშის დროს ღრმა კუნთები მუშაობს - ის კუნთები, რომლებიც სხვა ტიპის ფიზიკური აქტივობისას იშვიათად თუ იტვირთება.

- პილატესის ერთ-ერთი მთავარი ვარჯიში, რომლის დროსაც 10 სასუნთქი ციკლი ტარდება, 10-ჯერ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის გზით, ორგანიზმს არამხოლოდ ჟანგბადით ამარაგებს, არამედ მუცლის კუნთებს ამუშავებს და პრესის ფორმირებას უწყობს ხელს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_