ბლოგი:
სექტემბერი 11, 2012
ავტორი Anika
ის პოპულარულ კოსმეტიკას, დარწმუნებული ვარ, ყველა კარგად იცნობთ - დასავლეთში პროფესიონალური კოსმეტიკის ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდია.
რამდენიმე დღის წინ კომპანიამ ახალი ამბავი გაავრცელა, რომ წლების განმავლობაში დამკვიდრებულ პრაქტიკას “უღალატეს” (მათი სარეკლამო სახეები ყოველთვის ჩვეულებრივი ქალები, არაცნობადი სახეები იყვნენ) და კოსმეტიკური სახლის ახალ სახედ ცნობილი მსახიობი ქეითი ჰოლმსი აირჩიეს.
კომპანია Bobbi Brown-ის დამფუძნებელი თავად ბობი ბრაუნი ამბობს, რომ ქეითი თანამედროვე Bobbi Brown-ის ქალის განსახიერებაა: იგი ბუნებრივად ლამაზია, კლასიკური გარეგნობა აქვს, არის საქმიანი ქალი და დედა.
თავის მხრივ, ჰოლმზიც არ მალავს თავის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ამ ბრენდისადმი და ამბობს, რომ გარდა იმისა, რომ ამ ფირმის კოსმეტიკა ნებისმიერი ქალისთვის სასურველია, თავად ბობიც პიროვნულად ძალიან კარგი ადამიანია და მასთან მუშაობა მისთვის სასიამოვნოს გარდა, სასარგებლოცაა:
“Bobbi Brown-ის კოსმეტიკა ის პროდუქციაა, რომელსაც ყველა ქალი მივმართავთ და ვენდობით იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ის ყველასთვის ხელმისაწვდომია და მისი მეშვეობით მარტივად ვგრძნობთ თავს ლამაზად, ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. არის ხოლმე შემთხვევები, როცა უბრალოდ ტუჩის საცხი ან ფერუმარილი გჭირდება იმისთვის, რომ თავი მოტივირებულად იგრძნო და ქაოტური დღის განრიგთან ორგანიზებულად შეძლო გამკლავება. მაკიაჟს ბევრი რამ შეუძლია და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ბრენდის ნაწილი ვიქნები”.
ამას გარდა, Bobbi Brown იზრუნებს ჰოლმზის მზა სამოსის ბრენდის Holmes & Yang-ის ჩვენების მონაწილე მოდელების მაკიაჟზე, რომელიც ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართება ამ დღეებში და რომელსაც მოდით დაინტერესებული საზოგადოება მოუთმენლად ელოდება.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა