ბლოგი:
აგვისტო 30, 2014
ავტორი Anika
ანიკას ბლოგში ჯანსაღ კვებაზე და სხვადასხვა პროდუქტების სასარგებლო თვისებებზე ბევრი გვისაუბრია. დღეს ისევ ამ თემას გავაგრძლებ და ისეთ სუპერპროდუქტზე მოგიყვებით, როგორიც ქინოაა (Quinoa): წარმოთქმაზე ბევრი ვიმტვრიე თავიც და ენაც. წარმოიდგინეთ პროდუქტი, რომელიც ერთ ჭიქაზე 8 გრამ ცილას და 5 გრამ უჯრედისს შეიცავს - ეს ქინოაა. ქინოა მცენარეა, რომელიც თხემით ტერფამდე ცილად არის მიჩნეული, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ყველა მნიშვნელოვან ამინო-მჟავას შეიცავს, რომელსაც ორგანიზმი ბუნებრივად გამოიმუშავებს. ჰო, და რაც მთავარია, ის არ შეიცავს გლუტენს, რაც მას ნამდვილად საგანძურად აქცევს გლუტენისადმი ალერგიის მქონე ადამიანებისთვის.
მოკლედ, ქინოას სასარგებლო თვისებებში დარწმუნების შემდეგ, თავისუფლად შეგვიძლია გადავიდეთ მისი მიღების ფორმებზე: როგორ მოვახდინოთ მისი ინკორპორირება ჩვენს საკვებ რაციონში.
ყველაზე მარტივი რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, შვრიის ნაცვლად ქინოას გამოყენებაა. დილით, უზმოზე შვრიის ფაფას ვინც მიირთმევთ, ჩაანაცვლეთ შვრია ქინოათი: ფაფა უფრო სწრაფადაც მომზადდება და ორჯერ მეტი ცილების შემცველობა ექნება, ვიდრე იგივე რაოდენობის შვრიას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გაცილებით დიდ ხანს იგრძნობთ თავს დანაყრებულად, ენერგიულად და არ მოგშივდებათ. ფაფას შეგიძლიათ ცოტა დარიჩინი, ცოცხალი ხილი ან თხილი მოაყაროთ.
სმუზების მოყვარული თუ ხართ, მაშინ სავარაუდოდ, გეცოდინებათ რომ ასეთ სმუზებში სელის თესლების დამატება ძალიან სასარგებლო რამაა. და თუ იცით, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ სელის თესლები შეგიძლიათ ქინოათი ჩაანაცვლოთ (გამოიყენეთ მოხარშული კინოა), რითიც თქვენს სმუზს ცილებით გაჯერებულ სასმელად და სრულყოფილ დილის კვებად აქცევთ: ნუტრიციოლოგები 1 ჭიქა სმუზზე ½ ჭიქა ქინოას გამოყენებას გვირჩევენ.
ომლეტი და ქიში საუზმის საუკეთესო ალტერნატივაა ჩემთვის. რამდენიმე კვერცხი. ცოტა ბოსტნეული, პურის ქერქი (ან ხრაშუნები) და შეიძლება ცოტა ყველი ან ხორციც. და ამგვარად მომზადებულ ქიშში თამამად შეგიძლიათ კინოას დამატება: მაგალითად, გათქვეფილ კვერცხში. რა რაოდენობის ქინოა გჭირდებათ დამოკიდებულია ქიშის ულუფის მოცულობაზე: საშუალოდ 8 ცალ კვერცხზე ერთი ჭიქა ქინოას გამოყენებაა რეკომენდირებული.
გარდა ამისა, ქინოა იდეალური გამოსაყენებელია ქათმის ფილეს პატარა ნაჭრების შეწვისას: დაფხვნილი ორცხობილების ნაცვლად, ქათმის ფილე შეგიძლიათ ქინოაში ამოავლოთ. ამოავლეთ ქათმის გულ-მკერდის ფილე გათქვეფილ კვერცხში, შემდეგ ქინოაში, დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით და შეწვით ტაფაზე ან გამოაცხვეთ ღუმელში 20-25 წუთის განმავლობაში.
თუ კიდევ რამე საინტერესო მეთოდი და რეცეპტი მოგაფიქრდებათ, ანიკას ბლოგზე გაგვიზიარეთ!
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა