წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ქოქოსის ზეთი თავის მოვლის პროცედურებში

ბლოგი:
აპრილი 28, 2016
ავტორი Anika
ქოქოსის ზეთი რამდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე და მას შემდეგ მისი ერთგული მომხმარებელი ვარ. არ ვიცი რა გაქვთ მის შესახებ წაკითხული, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი გამოყენება მართლაც ფანტასტიურ შედეგებს იძლევა. ქოქოსი 100%-ით ნატურალური პროდუქტია და არომატიზატორების, საღებავების და ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე იწარმოება. რეალურად, მას არც არაფრის დამატება ესაჭიროება, ვინაიდან ბუნებრივად შეიცავს ყოველივე ამას.

ქოქოსის ზეთი სასარგებლო პალმიტინის, კაპრილის, ლანოლინის, ოლეინის, კაპრინის, სტეარინის, არაქიდონის და ასევე ლაურის მჟავების შემცველია, რომელსაც ანტიბაქტერიული თვისება აქვს და ჰიალურონის მჟავას, რომელიც საუკეთესო დამატენიანებლად ითვლება.

როგორ შეიძლება ქოქოსის ზეთის გამოყენება თავის მოვლის პროცედურებში? რეალურად, მას შეუზღუდავი შესაძლებლობები გააჩნია. ქოქოსის ზეთს იყენებენ როგორც თმის დასატენიანებლად, ისე მაკიაჟის მოსაცილებლად, მშრალი კანის დასატენიანებლად, ნაოჭების შესამცირებლად და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებით. ამ ზეთს იდეალური რუჯისთვის, ეპილაციის შემდეგ და აქერცლილ ფრჩხილებზეც წარმატებით მოიხმარენ.

კონკრეტულად როგორ შეგვიძლია მისი გამოყენება?

- მისი მეშვეობით მარტივად შეგვიძლია სახის და თვალის მაკიაჟის მოცილება.

- ყოველ საღამოს ზეთს ტუჩებზე თუ წავისვამთ, ტუჩის კანი საოცრად დატენიანებული იქნება.

- მარტივად შეგვიძლია წავისვათ თვალის კრემის სახით: რგორც ამბობენ, ის კარგად მოქმედებს თვალის უპეების სიშავეებზე.

- ვისაც განსაკუთრებით მშრალი სახის კანი აქვს, რეკომენდებულია ქოქოსის ზეთის წასმა ტონალური საცხი ქვეშ. თუმცა, ამ შემთხვევაში იმის რისკიც მაღალია, რომ ტონალური საცხი ძალიან გათხელდეს ზეთის მოქმედების ფონზე.

- თმის აღმდგენი ფუნქციით, ნიღაბი შემდეგნაირად შეგვიძლია მოვამზადოთ: ზეთი თმის მთელ სიგრძეზე გადავისვათ, თავზე შხაპის ქუდი დავიხუროთ და გარედან კიდევ პირსახოცი შემოვიხვიოთ მჭიდროდ. ასე სულ მცირე 2 საათი უნდა გავიჩეროთ თმა. თმა ამის შემდეგ აბრეშუმივით სრიალა იქნება.

- თუ ქოქოსის ზეთს ღამით თმის ძირებში შევიზელთ და დავიტოვებთ დილამდე (კვირაში ერთხელ), ბევრის მტკიცებით, ქერტლის მოცილებას შევძლებთ.

- სულ ოდნავ ზეთს ხელის გულებზე თუ შევიზელთ და შემდეგ თმაზე გადავისვამთ, ასე თმის დაცვასაც შევძლებთ მზის სხივების მავნე ზემოქმდებისგან, ღია ფერის თმის შემთხვევაში, კი ლამაზად "გახუნებულ" თმის ფერს მიიღებთ.

- შემთბარი ქოქოსის ზეთში თუ ერთ სუფრის კოვზ დაფქულ ყავას დავამატებთ და მიღებულ მასას მაცივარში შევდგამთ, ერთ საათში ტანის იდეალურ სქრაბს მივიღებთ. (მე ქოქოსის ზეთისა და ყავისფერი შაქრისგან დამზადებული სქრაბი მაქვს გამოცდილი სახლში და ფანტასტიური შედეგი მივიღე).

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები