ბლოგი:
ოქტომბერი 15, 2014
ავტორი Anika
ახალი გატაცება მაქვს, რომელსაც სახელად ქოქოსის ზეთი ჰქვია. გატაცება შეიძლება შესაფერისი სიტყვა არ იყოს, ალბათ უფრო აღმოჩენა, საოცრად მარგებელი, არომატული და სასიამოვნო აღმოჩენა, რომელმაც ჩემს "მაგიური პროდუქტების" თაროზე საპატიო ადგილი დაიკავა. და რატომ შევიყვარე ეს ზეთი ასე ძლიერ, ამის შესახებ ქვემოთ მოგახსენებთ.
სამედიცინო განმარტებით, ჯაჭვური ცხიმ-მჟავები - ტრიგლიცერიდები - ორგანიზმის მიერ ადვილად მუშავდება და პირდაპირ იგზავნება ღვიძლისკენ ენერგიის გამოსამუშავებლად. ღვიძლში მოხვედრისას ეს ცხიმ-მჟავები ცხიმის სახით არ ინახება და პირიქით, ნივთიერებათა ცვლის ხელშეწყობა შეუძლია. ამას გარდა, ეს ტრიგლიცერიდები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ კანის დატენიანებაში, ვინაიდან ფორების მეშვეობით "გაპარული" ტენიანობის შეჩერება და შენარჩუნება შეუძლიათ.
ქოქოსის ზეთი ნახევრად ლაურინის მჟავისგან შედგება, რომელიც ასეთი მაღალი კონცენტრაციით მხოლოდ დედის რძეში მოიძებნება. ეს მჟავა იმუნიტეტს აძლიერებს და სხვადასხვა ინფექციებთან ბრძოლას გვიადვილებს, რის გამოც ჩვენი ყოველდღიური რაციონის ძალიან მნიშვნელოვანი და სასურველი ელემენტია. ამას გარდა, ქოქოსის ზეთს ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და სოკოსსაწინააღმდეგო მოქმედება აქვს, ამდენად იდეალურია სახის კანის და თმის მოვლისას, მზის დამწვრობების მოსაშუშებლად. და სრულიად მომაჯადოებელი და მომნუსხველი არომატი და სურნელი რომ აქვს, ამაზე ალბათ, ჩემი მტკიცებები არ გჭირდებათ.
ყველაზე ხშირად ქოქოსის ზეთს მწვანე სმუზების მომზადებისას ვიყენებ: ვიღებ რომელიმე მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულს, ვამატებ სითხეს, ხილს და ქოქოსის ზეთს და სელის თესლებს. ასე დიდი რაოდენობით ენერგიასაც ვიღებ, მეტაბოლიზმსაც ვაძლიერებ და შესაბამისად, ცხიმების წვასაც ვუწყობ ხელს.
ქოქოსის ზეთი დიდი რაოდენობით E ვიტამინს შეიცავს, ამდენად, არაჩვეულებრივის კანისთვის. აბაზანის მიღების შემდეგ, ძალიან მარტივად შეგიძლიათ ლოსიონის ნაცვლად გადაისვათ ტანზე: კანი ზეთს უცებ შეიწოვს და დიდი ხნით დარჩება დატენიანებული.
ამას გარდა, ქოქოსის ზეთი ძალიან მცირე რაოდენობით შეგიძლიათ თვალის ირგვლივ ნაზი კანის საკვებად გამოყენოთ: უბრალოდ წაისვამთ გაწმენდილ კანზე და სულ ესაა.
და ბოლოს, ქოქოსის ზეთით თმის კვება, რაც ძალიან მარტივი მანიპულაციით კეთდება: ვიღებთ ქოქოსის ზეთს და ვიზელთ თმის ღერებზე და ვიტოვებთ 2-3 საათით. შემდეგ შამპუნით ჩვეულებრივ ჩამოვიბანთ.
მოკლედ, ამ ზეთის ზოგადი რეპუტაციით და საკუთარი გამოცდილებით გირჩევთ სცადოთ და თქვენი შთაბეჭდილებები ანიკას ბლოგზე გაგვიზიაროთ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა