ბლოგი:
აგვისტო 10, 2014
ავტორი Anika
ზედმეტი კილოგრამებისგან განთავისუფლების ფორმულა მარტივია: უნდა დაწვათ იმაზე მეტი კალორია, ვიდრე იღებთ; მიირთვათ ნაკლები და იმოძრაოთ მეტი. თუმცა, გამოცდილების მქონე მკითხველები დამეთანხმებიან, რომ ფორმულის სიმარტივის მიუხედავად, საქმე საქმეზე რომ მიდგება, წარმატების მიღწევა არც თუ ისე იოლია. ეს კი იმიტომ ხდება, რომ დიეტის დროს, ხშირად გვავიწყდება ან უბრალოდ არ ვაქცევთ ყურადღებას ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებს, რომლებიც წონაში კლებისას საკმაოდ საგულისხმოა.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა
- ძალიან მნიშვნელოვანია ცილის მიღება, თუმცა, აუცილებელია ზომიერების დაცვა. თუ გადაჭარბებულად დიდი რაოდენობის ცილა მივიღეთ, ასეთ შემთხვევაში, მას ორგანიზმი ცხიმის სახით შეინახავს. ქალებს დღის განმავლობაში დაახლოებით 46 გრ. სჭირდებათ.
- აუცილებლად მიიღეთ ბოსტნეულის დღიური დოზა - 250 გრამი: შეგიძლიათ მიირთვათ ბოსტნეულის სალათა ან საუზმეზე მომზადებულ ომლეტს გვერდზე დაუდოთ ერთი თხელ ნაჭრებად დაჭრილი პომიდორი, სამსახურში სენდვიჩს თუ გააყოლებთ ხელს, ქათმის ნაჭერთან ერთად კიტრი ან ისპანახის ფოთოლიც მიაყოლეთ.
- დილით საუზმეზე მხოლოდ ერთი დიდი ჭიქა ხილის წვენის მირთმევა ნამდვილად არ არის გონეირი გადაწყვეტილება - ხილის წვენების უმეტესობა სისხლში შაქრის დონეს ამატებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე მოგშივდებათ. საუზმეზე იდეალური იქნება ცილების და უჯრედისის მიღება, მაგალითად, ომლეტის ან მოხარშული კვერცხის და ცეხვილი პურის გახუხული ნაჭრის.
- ყურადღება მიაქციეთ ძილის რეჟიმს - როგორც კი ძილი დაგაკლდებათ და რეჟიმი აგერევათ, ეს ყველაფერი შესაბამისად აისახება მადაზე და შიმშილზე. ასე, რომ დროულად დაწექით დასაძინებლად, გამოიძინეთ და მადაც მწყობრში გექნებათ.
- ვარჯიშის დროს, ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ კარდიო-სავარჯიშოებით: ჩართეთ თქვენს სავარჯიშო რუტინაში ჰანტელებიც, რომლებიც ძალიან გვეხმარება ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებაში.
- არ დაგავიწყდეთ დღის განამვლობაში 2 ლიტრი წყლის დალევა: დღეში 8 ჭიქა წყლის „ოქროს წესის“ დაცვით საკუთარ ჯანმრთელობაზე და სილამაზეზე ერთდროულად იზრუნებთ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა