წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

რა არ უნდა დაგვავიწყდეს ზამთარში

ბლოგი:
დეკემბერი 18, 2014
ავტორი Anika
გუშინ დილით სარკეში რომ ჩავიხედე, ალაგ-ალაგ სახეზე ოდნავ აქერცლილი მონაკვეთები შევამჩნიე: ბოლო რამდენიმე დღის ცივმა და სუსხიანმა, ქარიანმა ამინდებმა და გათბობით გამომთბარმა სახლმა და ოფისმა თავისი შედეგი გამოიღო და კანიც შესაბამისად რეაგირება. კი, მაგრამ, თითქოს "სათანადოდ შეიარაღებული" ვარ, სახის დამატენიანებელი გელის წასმაც არ მავიწყდება და ღამითაც საცხის გარეშე არ ვიძინებ?! სად დავუშვი შეცდომა?

1. "გელი" ცივი ზამთრისთვის ყველაზე არასწორი გადაწყვეტილებაა - გელის ტექსტურის დამატენიანებელი არაჩვეულებრივი რამეა, მაგრამ ზამთრის ამინდებს გელი ვერ ერევა და კანიც სათანადო დონეზე დაცული ვეღარ არის. ამიტომ, არ დაგავიწყდეთ, აუცილებლად მოიმარჯვეთ სეზონის ცივი დღეებისთვის და ყინვებისთვის კრემის ტექსტურის საცხი -  დილისთვის დამატენიანებელი, ხოლო ღამისთვის შედარებით უფრო სქელი და მძიმე სახის საცხი, მკვებავი ნიღაბი და კანის მსუყე კარაქი, რომელსაც შხაპის შემდეგ ჯერ კიდევ ნოტიო კანზე შეიზელთ - ასე კანი კიდევ უფრო კარგად შეიწოვს სინოტივეს.

1001cern40025

s1424266-main-hero-300

2. ყურადღება მიაქციეთ ინგრედიენტებს - კერამიდები და ჰიალურონის მჟავა სუპერ მოლეკულებია სითხის კანქვეშ შესანარჩუნებლად და კანის სიმშრალით გამოწვეული ნაოჭების და ხაზების ამოსავსებად და გასასწორებლად. თუ თქვენ აკნესადმი მიდრეკილი ან მგრძნობიარე კანი გაქვთ, ასეთ შემთხვევაში, სასურველია პროდუქტი ყურძნის წიპწების ზეთს ან ექსტრაქტს შეიცავდეს - მას დამატენიანებელი, ანთებისსაწინააღმდეგო და გამამკვრივებელი ეფექტი აქვს. მაგალითად, Elizabeth Arden- ის Ceramide Capsules Daily Youth Restoring Serum  ან Caudalie-ის Vinosource Moisturizing Sorbet.

3. არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი ფაქტორით უზრუნველყოფილი საცხის გადასმა - 30 SPF ან კიდევ უფრო მაღალი. ზამთარში მზის სხივები არანაკლებ ოსტატურად ეკიდებიან სახის კანს და აზიანებენ დაუცველი კანის უჯრედებს.

34

4. ნაკლებად გამოიყენეთ პილინგები და სქრაბები - გლიკოლის და სალიცილის მჟავის პილინგები ცივ ამინდებში მინიმალურად გაიკეთეთ. ამ პერიოდში, უპირატესობა მიანიჭეთ უფრო მსუბუქ ექსფოალიატორებს. მაგალითად, Elemis-ის Gentle Rose Exfoliator - ჩემი საყვარელი პროდუქტი!

s1350024-main-hero-300

5. გადახედეთ თქვენს კოსმეტიკის ჩანთას - თუ ცივ ამინდში თქვენი სახის კანი მომეტებულად წითლდება, მაშინ შეარჩიეთ მწვანე ტონალობის პრაიმერი. მაგ, Smashbox-ის Photo Finish Color Correcting Foundation Primer. ფხვნილის ტექსტურის ტონალური პუდრას და რუჟის ნაცვლად კი კრემოვანი ტექსტურის პროდუქცია შეარჩიეთ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები