ბლოგი:
აგვისტო 22, 2014
ავტორი Anika
გარკვეული პერიოდი კუს ტბაზე ძუნძულ-სირბილით ვიყავი დაკავებული. ჩინებული რამ კი იყო: სუფთა ჰაერზე, უხვად გადამწვანებულ ბუნებაში, სპეციალურად სირბილისთვის „ეფსთორიდან“ გადმოწერილი სიმღერებით, ყურსასმენებით, ერთი ბოთლი „ბაკურიანის“ წყლით და კომფორტული სამოსით და სპორტული ფეხსაცმლით. თუმცა, სიტყვა „კომფორტულმა“ არ დაგაბნიოთ და არ ჩათვალოთ, რომ ის რაც კომფორტული და დრეკად/მოქნილია, ვარჯიშისთვის და სირბილისთვისაც გამოსადეგია. ასეთი „გზააბნეულები“ კუს ტბაზეც ხშირად მინახავს: „ბენსიმონებით“ ან „კონვერსებით“ გულამოგდებულები რომ დარბოდნენ, ისეთებსაც შევხვდერივარ, რომელთა მოჯინჯილე საყურეების ხმაზე გამიხედავს.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ვარჯიშს სათანადო „ეკიპირება“ სჭირდება, რომელიც ამ პროცესს სასიამოვნოსთან ერთად, მაქსიმალურად პროდუქტიულს და მინიმალურად საზიანოს გაზდის თქვენი ორგანიზმისთვის.
ერთ-ერთ მთავარი რჩევა, რასაც გამოცდილი ფიტნეს-ინსტრუქტორები იძლევიან, ვარჯიშისას ბამბის ქსოვილზე უარის თქმაა (შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ასეა). არ აქვს მნიშვნელობა მაისური, შარვალი თუ შორტი - სავარჯიშო ტანსაცმლად ბამბის ქსოვილი არ გამოდგება და ეს იმიტომ, რომ ბამბა ოფლს იწოვს და ძნელად შრება, რაც იმას ნიშნავს, რომ სველი სამოსით მოგიწევთ ვარჯიშის დასრულება - დამეთანხმებით, რომ არც თუ ისე სასიამოვნოა. ზედმეტად გაოფლიანებული ტანსაცმლით ვარჯიში, ხშირ შემთხვევაში, კანის გაღიზიანებებსაც იწვევს. ამიტომაც, ვარჯიშისთვის სინთეტური ქსოვილებისგან დამზადებული ტანსაცმელი შეარჩიეთ, მაგალითად, ლიკრის და პოლიესთერის შემადგენლობის. ეს ქსოვილები მომენტალურად იწოვენ ოფლს და ძალიან სწრაფად შრებიან.
ჭრელა-ჭრულა და ულტრამოდური „ბენსიმონები“ და „კონვერსები“ ჯინსებზე და გარუჯულ წვივებზე ძალიან მომხიბვლელია, მაგრამ ვარჯიშისთვის დაივიწყეთ! სპორტული აქტივობისთვის აუცილებელია შესაბამისი ძირის მქონე სპორტული ფეხსაცმლის - ჩვენ რომ „ბოტასებად“ მოვიხსენიებთ - შერჩევა, რომელიც მსუბუქი იქნება, ვარჯიშისას საჭირო ამორტიზებას და სირბილესაც მოგანიჭებთ.
ქალების საყურადღებოდ - არც იფიქროთ ვარჯიშის დროს ჩვეულებრივი, ტრადიციული ბიუსალტერის ჩაცმა. სპორტული ბიუსჰალტერი ალბათ, ყველაზე სავალდებული ატრიბუტია, სანამ ვარჯიშს დავიწყებთ. არჩევანი საკმაოდ დიდია: შეგიძლიათ მოკლე, ტოპის ტიპის ან გრძელი, მაისურის ტიპის შეიძინოთ, რომელსაც შიგნით აქვთ ბიუსჰალტერი ჩაკერილი.
ვარჯიშამდე ტანზე ლოსიონის ან გელის წასმაც არ არის საუკეთესო ალტერნატივა. ვარჯიშის დროს როგორც კი გაოფლიანდებით, ლოსიონიანი კანი ძალიან „სლიკინა“ და სრიალა გახდება, ეს განსაკუთრებით უსიამოვნო იქნება ზედა ტანის ვარჯიშების დროს. ასე, რომ არომატული და სურნელოვანი გელები ვარჯიშის შემდგომი პერიოდისთვის შემოინახეთ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა