ბლოგი:
აპრილი 25, 2017
ავტორი Anika
ფიტნესით და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავებულმა ადამიანებმა იციან, რომ ვარჯიშების ისეთი ციკლის შემდეგ, რომელიც დიდი ინტენსივობით გამოირჩევა და ჭარბი ოდენობით ოფლის გამოყოფას იწვევს, აუცილებელია დაკარგული ელექტროლიტების შევსება. ამისთვის კი იდეალურ გადაწყვეტად სპეციალური სპორტული სასმელები და ქოქოსის წყალი ითვლება. რეალურად, რა არის ელექტროლიტები და რატომ ესაჭიროება ისინი ჩვენს ორგანიზმს ასე ძალიან - დღევანდელ პოსტში ამაზე ვისაუბრებთ.
ელექტროლიტები რეალურად მარილებია, აუცილებელი და საჭირო მარილები. როგორც კი ელექტროლიტები (კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმი და მამა-პაპური სუფრის მარილი) ორგანიზმში მოხვდება ჩვენს ორგანიზმში მოხვდებიან, ისინი დადებით და ნეგატიურ მუხტებად გარდაიქმნებიან, ასეთ მუხტებს კი 2 მთავარი ფუნქცია აქვს: უჯრედებამდე წყლის მიტანის და გამოტანის რეგულირება და ნერვული იმპულსების განმუხტვა.
რეალურად, ელექტროლიტების გარეშე ორგანიზმში უჯრედები გამოშრებოდა და დაიღუპებოდა ან ზედმეტად გადავსების გამო უბრალოდ გასკდებოდა. ის ნერვული იმპულსები, რომელთაც ელექტროლიტები აკონტროლებენ, ორგანიზმს გამართულ ფუნქციონირებაში ეხმარება, გულისცემის, ფილტვების მეშვეობით სუნთქვის, ტვინს კი სწავლა-შემეცნების პროცესში ეხმარება.
რა ხდება ფიზიკური დატვირთვისას? ვარჯიშის დროს, ელექტროლიტები საოფლე ჯირკვლებში თავსდება. წყალი ელექტროლიტებს მიყვება და როგორც კი ჯირკვლები შეივსება, ისინი მარილიან სითხეს გამოუშვებენ კანის ზედაპირზე. ეს სითხე შემდეგ კანზე ორთქლდება, რაც ოდნავ სიგრილის შეგრძნებას იწვევს - აორთქლების შედეგად კანი მარილიანი რჩება. ამიტომაცაა, ფიტნეს ინსტრუქტორები ყოველთვის გვაფრთხილებენ, რომ ვარჯიშის შემდეგ ბლომად წყალი დავლიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა არტერიული წნევის, სუნთქვის და გულისცემის პრობლემები შეგვექმნას.
ამიტომაც, რეკომენებულია წყლის სისტემატური მიღება საიმისოდ, რომ ორგანიზმი გაუწყლოვანებული არ აღმოჩნდეს. საშუალო ინტენსივობის ნახევარსაათიანი აერობული (კარდიო) ვარჯიშის შემდეგ ნახევარლიტრიანი ბოთლის წყლის მიღება სრულიად საკმარისი უნდა იყოს დანაკლისის ასანაზღაურებლად.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა