ბლოგი:
ივნისი 27, 2015
ავტორი Anika
რა არის გლუტენი - გლუტენი (წებოვანა) მცენარეული წარმოშობის ცილაა, რომელიც სხვადასხვა მარცვლეული კულტურის ქერქში შედის. გლუტენი ფქვილის ცხობად თვისებას განაპირობებს: რაც უფრო მეტია გლუტენის შემცველობა ბურღულში, მით უფრო ელასტიური და მკვრივი იქნება ცომი.
რატომ გახდა უგლუტენო დიეტა ასე პოპულარული, ამის ახსნა საკმაოდ ძნელია. რეალურად, უგლუტენო კვება თავის დროზე შემუშავებულ იქნა იმ ადამიანების დასახმარებლად, რომელთაც გლუტენის აუტანლობა აწეხებდათ და ასეთი პაციენტების მკურნალობის ერთ-ერთი კომპონენტად ითვლებოდა. სინამდვილეში, ჩვენგან არაერთს აწუხებს წებოვანას აუტანლობა, რაც ალერგიულ რეაქციაებში და ცელიაკიის სახელწოდების დაავადებაში გამოიხატება. სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით ცელიაკიით დაავადებული მოსახლეობის რაოდენობა არცერთ ქვეყანაში აღემატება მთლიანი მოსახლეობის 1%-ს, თუმცა, გლუტენზე ესა თუ ის ალერგიული რეაქცია არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა დღევანდელ რეალობაში.
რაში მდგომარეობს გლუტენის საშიშროება? პირველ რიგში, ანთებით პროცესში, რომელსაც გლუტენი ორგანიზმში, კერძოდ კი კუჭ-ნაწლავში იწვევს. ორგანიზმში მოხვედრისთანავე, გლუტენი პროვიცირებას უწევს იმუნურ სისტემას, რომელიც ცილას უცხო სხეულად აღიქვამს და იწყებს მასთან ბრძოლას, რითიც ჩვენს ორგანიზმს საფრთხეში აგდებს. მეორეც, იმ ადამიანებში, რომელთაც გლუტენის აუტანლობა ახასიათებთ, კუჭ-ნაწლავი ხშირად დისფუქციას განიცდის: ის ჩვეულებისამბერ ვეღარ ინელებს საკვებს, შესაბამისად, ვერ ხდება სასარგებლო ნივთიერებების ათვისება და ორგანიზმი არაერთი საჭირო ვიტამინის და მიკროელემენტის გარეშე რჩება.
ორივე მიზეზს, საბოლოო ჯამში მადის საგრძნობლად დაქვეითებამდე, წონის და ზრდის დეფიციტამდე, კუჭ-ნაწლავის გაუმართავ ფუნქციონირებამდე, გადაღლამდე, გაღიზიანებამდე და სისუსტემდე მივყავართ. გლუტენის აუტანლობის განსაზღვრა აუცილებლად უნდა მოხდეს ექიმის მიერ, კუჭ-ნაწლავის დეტალური გამოკვლევა-შესწავლის საფუძველზე.
სად გვხვდება გლუტენი? ძირითადად, ბურღულეულში: საკონდიტრო ნაწარმში, პასტას ნარისახეობებში, რიგ ალკოჰოლურ სასმელებში (მათ შორის, ლუდი და ვისკი). თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ წებოვანას ხანდახან ისეთ საკვებ პროდუქტებშიც ამატებენ, რომლებიც ერთი შეხედვით გლუტენს არ უნდა შეიცავდნენ: მაგალითად, წებოვანას სისქისთვის ხშირად ამატებენ იოგურტებში, ნაყინში, შოკოლადში, სიროფებში, სოუსებში (კეტჩუპში, მაიონეზში), სოსისებში, ძეხვეულში, კოტლეტებში.
პროდუქტები, სადაც გლუტენი დანამდვილებით არ შეგვხვდება - ხორცი, თევზი, კვერცხი, კარტოფილი, ბრინჯი, სიმინდი, თხილეული, ხილი, ბოსტნეული. რძის პროდუქტები, რომლებიც ნატურალური კომპონენტებისგანაა დამზადებული და მათში მშრალი რძე არ არის გამოყენებული, ასევე უსაფრთხოა ამ მხრივ.
ჯანმრთელობას გისურვებთ.
ანიკა