წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

რა არის GYM FACE და როგორ ავიცილოთ ის თავიდან

ბლოგი:
ივლისი 15, 2016
ავტორი Anika
თინეიჯერობის წლებში და ცოტა მერეც, კარგად მახსოვს, როგორ შევნატროდი "დიდი გოგონების" ჩავარდნილ ლოყებს - ჩემთვის, ისევე როგორც ბევრი ჩემი თანატოლისთვის, სიგამხდრესთან და შესაბამისად, სილამაზესთან ასოცირებულ ფენომენს. დავდგებოდი სარკის წინ, შევისუნთქავდი ლოყებს და რომ არა, თევზის გამომეტყველება, ფრიად მომწონდა საკუთარი ოვალი.

დღეს როცა სარკეში ვიხედები, მეცინება, რადგანაც პრიორიტეტები რადიკალურად შეიცვალა - ახლა უკვე სავსე ოვალი და შევსებული ლოყების ზონა გახდა ჩემთვის ათვლის წერტილი. ჩემ მსგავსად 30 წელს გადაცილებულმა ბევრმა გოგონამ იცის, რომ 30 წლის შემდეგ მეტაბოლიზმი ნელდება, კანში ელასტინი და კოლაგენი სულ უფრო ნაკლებად გამომუშავდება, კუნთების ტონუსი დუნდება, ამიტომაც სახის ოვალი ნაკლებად გამოკვეთილი ხდება და სიმშრალე, გადაღლა და სტრესი სულ უფრო ადვილად აისახება მასზე.

GYM FACE სატრენაჟორო დარბაზში სისტემატურად და ბეჯითად გატარებული საათების და თვეების შედეგია - რამე უარყოფითი ხომ უნდა ქონდეს ამ სასარგებლო პროცესს?! იმის თქმა მინდა, რომ შეგონება იმის თაობაზე, რომ კონკრეტული მონაკვეთების მიხედვით დაკლება შესაძლებელია, სიმართლისგან საკმაოდ შორსაა და როცა დარბაზში ირჯებით და ზედმეტ კილოგრამებს იკლებთ, რეალურად, სახეზე არსებულ ცხიმოვან მასასაც ემშვიდობებით. ეს ყველაფერი კი უკვე 30-35 წლის შემდეგ არც თუ ისე ახალგაზრდულ იერს შეგძენთ.

Overhead view of fish, pork sausage, feta and selection of fresh organic herbs and vegetable

მოკლედ, დღევანდელ პოსტში სპეციალისტების რჩევებს გაგიზიარებთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება კვების რაციონის დაკორექტირებით მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ GYM FACE -ის ეფექტი:

- მაქსიმალურად იკვებეთ ისეთი პროდუქტებით, რომლებიც C ვიტამინითაა მდიდარი - ის სახის ჯანსაღი ფერის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

- საკვებ რაციონში წითელი და ყვითელი ფერის ხილი და ბოსტნეული შეიტანეთ, რადგანაც ანტიოქსიდანტების დიდი შემცველობის გამო ისინი კანს თავისუფალი რადიკალების მოქმედებისგან დაიცავენ და კანის ნაადევი დაბერების პრევენციას მოახდენენ.

- არ დაგავიწყდეთ თევზში, თხილეულში, ავოკადოში, მცენარეულ ზეთებში არსებული ცხიმ-მჟავები, რომლებიც კანს სიმკვრივის შენარჩუნებაში დაეხმარება.

- შეძლებისდაგვარად გამორიცხეთ შაქარი, ვინაიდან ის კოლაგენის დაშლას და ახალი ნაოჭების წამოქმნას უწყობს ხელს.

- არ დაივიწყოთ ოქროს წესი - დღეში 2 ლიტრამდე წყლის დალევა.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები