ბლოგი:
დეკემბერი 02, 2014
ავტორი Anika
ქიმიური პილინგის შესახებ ბევრი გსმენიათ, სავარაუდოდ. ზოგიერთ თქვენგან ეს პროცედურა შესაძლოა საკუთარ თავზე გამოცდილი აქვს კიდეც: მეგობრის რეკომენდაციით, ჟურნალის პუბლიკაციის გავლენის ქვეშ თუ კიდევ სხვა. ვიდრე თვითნებურად ქიმიური პილინგის ჩატარების გადაწყვეტილებას მიიღებთ, მოდით გამოცდილი დერმატოლოგებისგან მოვისმინოთ, თუ რა არის რეალურად ქიმიური პილინგი და რამდენად უსაფრთოა ის.
რამდენიმე წლის ჩემმა მეგობარმა მომითხრა, მისმა ახლობელმა როგორ გაიკეთა ქიმიური პილინგი, როგორი გადაწითლებული და აფცქვნილი ჰქონდა სახე და რამდენიმე დღე სახლიდან გარეთ ცხვირს რომ ვერ ყოფდა. გარკვეული პერიოდი, ქიმიური პილინგის გაგონებაზე სწორედ ასეთი სახე მედგა თვალწინა, შესაბამისად ამ პროცედურის ჩატარებას ალტერნატივად არც განვიხილავდი. თუმცა, უკანასკნელი წლების განმავლობაში ასეთ პილინგებისადმი ჩემი დამოკიდებულების ცვლილებასთან ერთად დერმატოლოგ-კოსმეტოლოგების დამოკიდებულებაც შეიცვალა. ახლა ასეთი პროცედურის ჩატარების შემდეგ მზეთუნახავივით სახლში ჯდომა ნამდვილად არ დაგჭირდებათ: პილინგის პროცედურის ჩატარებას სამსახურიდან შესვენებაზე გასვლისასაც კი შეძლებთ, სრულიად მშვიდი სახით მიბრუნდებით ოფისში და გააგძელებთ მუშაობას. საქმე იმაშია, რომ დერმატოლოგების უმეტესობა უკვე თავს არიდებს ძალიან ღრმა პილინგის გაკეთებას, ინფექციების და გართულებების სავარაუდო რისკიდან გამომდინარე. ახალი ალტერნატივა ზედაპირული პილინგებია, რომლებიც თავისი ბუნებით ქიმიურ პილინგს წარმოადგენს. დერმატოლოგები თვეში 5 ასეთი პილინგის ჩატარებას, შუალედებში კი კანზე ზედაპირულად, ძლიერი რეტინოიდების გამოყენებას უწევენ რეკომენდაციას.
ზედაპირული პილინგის დროს მთავარი სამიზნე კანის ეპიდერმისის ზედა შრეებია და მათზე ზემოქმედება სხვადასხვა კონცენტრაციის სალიცილის და გლიკოლის მჟავებით ხდება. საშუალო სიღრმის პილინგის დროს 20-35-იანი ტრიქლორაცეტის მჟავით ხდება, რასაც დამატებით სხვა ნივთიერებებიც ემატება. ასეთი პილინგისას სამიზნე კანის ეპიდერმისის უფრო ღრმა შრეები და ზედაპირია. საშუალო სიღრმის პილინგის მეშვეობით კანის ტექსტურის საგრძნობლად გაუმჯობესება და პიგმენტაციის შემცირება ხდება შესაძლებელი.
ღრმა პილინგის დროს კი ფენოლის სახელწოდებით ცნობილი ნივთიერება გამოიყენება და მისი მეშვეობით საშუალო-ძლიერი ნაოჭების და ფოტოდაბერების წინააღმდეგ ბრძოლა არის შესაძლებელი. მართალია, ასეთი პილინგი საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ პროცედურის შემდეგ გარკვეული დრო გჭირდებათ რეაბილიტაციისთვის და თანაც, გართულებების რისკიც მაღალია.
ქიმიური პილინგის გაკეთება შეუძლია ნებისმიერს, ვისაც სურს პიგმენტაციის, მზის დაზიანების, მსუბუქი ნაოჭების და ფორების კორექტირება. ამას გარდა, სალიცილის მჟავის შემცველი პილინგი კარგია აკნესადმი მიდრეკილი კანისთვისაც. ქიმიურ პილინგებს, როგორც წესი, 3-4 კვირაში ერთხელ იტარებენ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა