We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

რა ასაკში უნდა დავიწყოთ ასაკსაწინააღმდეგო კოსმეტიკის გამოყენება

_from blog_:
_June_ 11, 2018
_by_ Anika
ზუსტად წლების მიხედვით ვერ გავიხსენებ, მაგრამ მახსოვს, რომ ათასგვარი სახის კრემების გამოცდა და ტესტირება 30 წლამდე ასაკში დავიწყე. ჩემი საქციელი განსასჯელად რომ გამოვიტანოთ, კოსმეტოლოგების ნაწილი მომიწონებდა საქციელს, ნაწილიც კი შენიშვნას მომცემდა, ზედმეტი ექსპერიმენტები ადრეულ ასაკში არ არის რეკომენდებულიო.

რეალურად, არსებობს თუ არა ზუსტი ასაკი და განსაზღვრება, როდის უნდა დაიწყოს ქალმა ასაკსაწინააღმდეგო, ე.წ. anti-age კოსმეტიკის გამოყენება. ამასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა კოსმეტოლოგებს შორის, თუმცა შუალედური, კომპრომისული ვერსიის მიღება შესაძლებელია:

კანის ელასტიურობა ზოგადად, 30 წლის ასაკისთვის ნელ-ნელა იკლებს. ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება კანის ზედაპირზე, ზონის ხშირი ცვლილებები, არარაციონალური კვება, ჭარბი წონა და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა - ეს ყველაფერი კანის ნაადრევ დაბერებას უწყობს ხელს. თუმცა, კანის დაბერება მეორად ფაქტორად მიიჩნევა, პირველადი ფაქტორი ამ შემთხვევაში კანქვეშ არსებული სტრუქტურების - კუნთები, ნერვები, სისხლძარღვები და ძვლები - ცვლილებაა, ამასთან დაკავშირებით კოსმეტოლოგების დიდი ნაწილი თანხმდება. ამიტომაც, მნიშვნელოვანია სახის კუნთების მოსადუნებელი ვარჯიშების კეთება პერიოდულად, რაც თავის მხრივ, დაგვეხმარება ქუთუთოების ჩამოშვების, ცხვირის ნაოჭების გაჩენის პრევენციაში, კანი კი შედარებით ელასტიური გახდება. სახის კუნთების გიმნასტიკასთან ერთად, აუცილებელია 30 წლის შემდეგ ყურადღება მივაქციოთ თავად კანის ხარისხსაც: პიგმენტურ ლაქებს, დაბერების პირველ სიმტომებს, სისხლძარღვოვან ცვლილებებს, ამიტომაც კოსმეტოლოგები 30 წლის შემდეგ პილინგების, ხილის მჟავებზე დამზადებული პრეპარატების და რეტინოლის გამოყენებას გვირჩევენ. 30 წლამდე კი კოსმეტიკური ბრენდის, ფასის და პროდუქტის სურნელი გვერდზე გადადეთ და კანს საშუალება მიეცით საკუთარი რესურსების ხარჯზე აღდგეს და არა anti-age კოსმეტიკის დახმარებით: მაქსიმალურად დაატენიანეთ კანი და დაიცავით ის ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან.

anti-ageing-treatment

30 წლის შემდგომ მოვლას რაც შეეხება, სახლის პირობებში კოსმეტოლოგები გვირჩევენ შემდეგს:

1. მსუბუქი ამქერცლავი საშუალების გამოყენებას;

2. უსპირტო ტონიკის - მატონიზირებელი საშუალების გამოყენებას;

3. დილით ხილის მჟავების შემცველი სახის კრემის გამოყენებას, რომელიც კანის ტიპის მიხედვით უნდა შეარჩიოთ;

4. სახის ვარჯიშების კეთებას, რომელთა მიზანიც სახის კუნთების მოდუნებაა;

5.

_OTHER BLOGPOSTS_