We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

რა ემართება კანს, ღამით მაკიაჟით დაძინების შეთხვევაში

_from blog_:
_September_ 30, 2017
_by_ Anika
ვაღიარებ, რომ ძილის წინ მაკიაჟის მოცილების მხრივ, ნაკლებად მისაბაძი ვარ: კვირის განმავლობაში 2 ღამე მაინც იქნება ისეთი, როცა ბალიშზე თავს მთელი დღის განმავლობაში ნატარები მაკიაჟით ვდებ. გააზრებული მაქვს, რომ ეს "ცუდი საქციელია", მაგრამ დაღლილობას და სიზარმაცეს ვერაფერს ვშველი ხოლმე. თანაც, მეფიქრება ხოლმე, რომ ეს ერთი და ორი შემთხვევა რეალურად არც ისეთი დიდი ტრაგედიაა და ჩემი კანი ამით დიდად ვერ დაზარალდება.

სამწუხაროდ ვცდები, რაშიც დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როცა ინტერნეტში სტატიას გადავაწყდი იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რა ტიპის ზიანის მომტანია ჩვენი კანისთვის ღამით მაკიაჟის მოცილების გარეშე დაძინება.

1. დღის განმავლობაში გამოყენებული კოსმეტიკური საშუალებებიდან ზოგი შესაძლოა სილიკონს შეიცავდეს, ეს კი ფორების დახშობას და მათ დაბინძურებას იწვევს.

2. ღამე იდეალურია დროა კანის უჯრედების რეგენერაცია-აღდგენისთვის, დეკორატიული კოსმეტიკა კი ხელს უშლის ამ პროცესს, ვინაიდან რეალურად, კანში ტოვებს თავისუფალ რადიკალებს და მავნე ნივთიერებებს, რომლებიც დღის განმავლობაში მოხვდნენ კანზე. ეს ყველა კი ჯამში კოლაგენს ანადგურებს.

3. ხელს ვუწყობთ კანის ნაადრევად დაბერებას. დღის განმავლობაში კანზე დაგროვილი დაბინძურება ხელს უშლის კანის უჯრედებს კოლაგენის გამომუშავებაში. კოლაგენი კი უმთავრესი მასალაა, კანისთვის სიმკვრივის მისანიჭებლად. კოლაგენის გარეშე კანი მოდუნეული, ელასტიურობადაკარგული ხდება და მასზე ნაოჭები ჩნდება.

aqQCB8nZIpxx

4. კანის ფერი არაერთგვაროვანი ხდება. ვინაიდან დეკორატიული კოსმეტიკის მოხსნის გარეშე კანს სუნთქვის საშუალება მინიმუმამდე აქვს დაყვანილი, ამდენად ღამის განმავლობაში კანი ვერ სუნთქავს და ფერმკრთალი და ანთებითი ხდება.

5. კანი გამომშრალი ხდება. დილითაც რომ ჩამოვიბანოთ ღამით დატოვებული მაკიაჟი, კანზე მაინც ვიგრძნობთ აქერვლის ეფექტს.

6. მაკიაჟი აღიზიანებს თვალის ლორწოვანს: თვალის ჩრდილები, ტუში აუცილებლად უნდა ჩამოვიბანოთ დაძინებამდე.

7. წამწამები ადვილად მსხვრევადი გახდება, ვინაიდან ტუში წამწამებს გამოაშრობს და მათი მტვრევადობას გამოიწვევს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_